ბევრი მშბელი სვამს კითხვას, როგორ შეაყვაროს და დააინტერესოს შვილი წიგნების კითხვით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი მოსაზრება და რჩევა არსებობს. მათ შორის ისეთის, რომელიც ამ საკითხზე ზრუნვას ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე ითვალისწინებს. დიახ, დაბადებამდეც შეიძლება ბავშვს წიგნები უკითხოთ.
ყოველ შემთხვევაში, მისთვის წიგნების კითხვა ადრეული ბავშვობიდანვე უნდა დაიწყოთ. არ არის აუცილებელი, ხშირად და ბევრი უკითხოთ. ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაოდენობა. ერთი გვერდიც კი ყოველდღე შესანიშნავი დასაწყისია.
სათამაშოებთან ერთად ბავშვის გარემო წიგნებითაც გაამდიდრეთ. მით უმტეს, რომ ადრეული ასაკითვის განკუთვნილი წიგნები ძალიან ლამაზ და ხალისიან ფერებშია წარმოდგენილი. ისინი აუცილებლად მიიქცევენ პატარის ყურადღებას.
მთავარი საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ კითხვა საინტერესო პროცესად, თამაშად გადაიქცევა. ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფორმატების მოსინჯვა, ასოებიანი კუბებიდან აუდიო წიგნებამდე.
წიგნების არჩევისას, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესებზე გაამახვილეთ ყურადღება, მაგრამ არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ერთი თემით.მაგალითად, თუ პატარას ცხოველები უყვარს, არ არის აუცილებელი წიგნები მხოლოდ ცხოველებზე უყიდოთ. დაე, თაროზე საბავშვო ჟანრის სხვა ნიმუშებიც იდოს - ლექსები და მოთხრობები ბუნების შესახებ, ხალხური და კლასიკური ზღაპრები.
შეუძლებელია ბავშვის კითხვით დაინტერესება, თუ ამას მის ოჯახში არავინ აკეთებს, თუ ვერავის ხედავს წიგნით ხელში. ამიტომ უფრო ხშირად იკითხეთ ბავშვის თვალწინ, რა თქმა უნდა, ბეჭდური წიგნები იგულისხმება და არა ონლაინსტატიები ტელეფონის საშუალებით.