მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე საჯაროდ ულოცავს დაბადების დღეს უფროს ვაჟს, რომელიც 20 წლის გახდა:
"დრო რომ საოცრად გარბის, ისედაც ვიცით. ერთი და მთავარი ისაა, რა ხდება ამ სირბილში.
20 წლის წინ სანდრო დაიბადა! პირველივე თვეებიდან ვხვდებოდით, რომ განსაკუთრებული ბიჭი იქნებოდა. არ შევმცდარვართ.
სანდრო, მამა, გილოცავ! შენს სურვილებს, მიზნებს და გეგმებს გაუმარჯოს! ყველაფერი გამოგივა საუკეთესოდ.
მიყვარხარ! სულ უფრო და ამაყი ვარ, რომ ყველა ასაკში ბევრად მაგარი იყავი, ვიდრე შენი მამა. ასე გააგრძელებ, ვიცი! სანდრო ქავთარაძეს გაუმარჯოს!"