ლელა წურწუმიას თავის გადაცემაში სტუმრად ჰყავდა ბაია დვალიშვილი ქალიშვილთან ერთად. ბაია დვალიშვილის ქალიშვილი სასკოლო პრობლემებს შეეხო და ლელამ თავისი ამბავი მოყვა:
"ჩემს შვილს აბულინგებდნენ სკოლაში და ეს არანაირად არ გაიაზრა არც პედაგოგმა და არავინ... ბავშვმა თვითონ იპოვა მერე სხვა სკოლა და გადამაყვანინა თავი... სამწუხაროდ, მე ძალიან გვიან გავიგე ეს ყველაფერი. და ძალიან გავბრაზდი. ამ დაცინვამ და ამ დამოკიდებულებამ საკმაოდ მძიმე დაღი დაასვა ჩემს შვილს და ძალიან დიდხანს ებრძოდა ამ პრობლემას. ახლა ნელ-ნელა გამოვიდა..." - ლელა წურწუმია