ბლოგერი და დიდი ოტია იოსელიანის ოჯახის პოპულარული რძალი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბებს აზიარებს. მისი თქმით, მისი და ოტია იოსელიანი უმცროსის ქორწინებიდან 5 წელი გავიდა და ბედნიერი ოჯახი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ნანატრი შვილიც შეეძინა, საზღვარგარეთ გაემგზავრა იუბილეს აღსანიშნავად.
"ჩვენი უღელი 5 წლისაა. ღრმა სიბერემდე ღირსეულად გვეტარებინოს. დღევანდელი დღე კი ისე გავატარეთ არასოდეს რომ არ მიოცნებია - პრაღა და ვენა ჩემი საყვარელი ქალაქები იყო ყოველთვის და ახლა კიდევ უფრო შემიყვარდა, ჩვენი ქორინების 5 წლის აღნიშნვნა იდეალურად გამოგვივიდა", - წერს ნუცა.