თამთა გოდუაძესაბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავია. საქართველო წლების წინ დატოვა და მისი მუსიკალური მოგზაურობა უცხო ქვეყანაში გაგრძელდა. ბერძნული მედია წერს, რომ თამთას ცხოვრება გამორჩეულად საინტეტესოა.
ახლახანს ბერძნული მედიისთვის ჩაწერ ვრცელ ინტერვიუში, მომღერალმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გახდა ის, ვინც დღეს არის. თავის რთული ყოველდღიურობაზე საქართველოში, 14 წლის ასაკში ქორწინებაზე და არასრულწლოვან ასაკში შვილის შეძენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების რთული გზა გაიარა, დღეს ამაყია წარსულით და იმ ნაბიჯებით, რომელიც სხვა და სხვა დროს გადადგა.
"მამასთან თანაცხოვრება არ მახსენდება, მშობლები განქორწინდნენ და დედასთან ვცხოვრობდი. როდესაც ვიზრდებოდი, ვცდილობდი გამერკვია, მომაყენა თუ არა ტრავმა ამ მოვლენამ, მაგრამ მივხვდი, რომ არც ტრავმირებული ვარ და არც გაბრაზებული. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, დედაჩემს გაუჭირდა, მაგრამ... იყო შემთხვევები, როდესაც სხვა გოგოები ამბობდნენ, „მამა არ მიშვებს,“ მე ამ დროს ვფიქრობდი: „იქნებ გამიმართლა ბოლოს და ბოლოს?“. ბავშვური ფიქრები მქონდა...“ - ამბობს თამთა ინტერვიუს დაწყებისას.
"საბჭოთა კავშირის დშლის დღიდან ჩვენი ყოველდღიურობა შეიცვალა. დაიხურა ქარხნები, დედაჩემმა დაკარგა სამსახური, როგორც ბევრმა, აღარ გვქონდა ყოველდღიური საჭიროების საგნები, დენი, წყალი, გათბობა, პროდუქტების დეფიციტი იყო, იმპორტი შეწყდა. ჩვენ შევედით პოლიტიკურად და ეკონომიკურად კატასტროფულ ფაზაში. საქმე ადამიანის გადარჩენას ეხებოდა. როდესაც შვილის კვებაზე ფიქრი გიწევს, ძალიან ძნელია. ადმიანები ძალიან შეიცვალნენ. უკან რომ ვიხედები, ბევრი რამ მესმის, მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი“, - ჰყვება თამთა.
"წლები გადის, ბევრ რამეს ვასწორებთ ცხოვრებაში... ვხვდები, რომ ის, რაც მოხდა, 14 წლის ასაკში გათხოვება, ცოტა შოკისმომგვრელია და ვინმემ შეიძლება ეს ჩემს მშობლებს, საზოგადოებას, ბევრ რამეს დააბრალოს. მაგრამ ეს ხდებოდა. ჩემს შემთხვევაში ეს ადრე მოხდა, მაგრამ 16-17 წლის ასაკში ეს არ იყო საშინელება, თუ ოჯახები თანახმა იყვნენ... მე არ ვყოფილვარ მოფლირტავე ბავშვი. განაგრძეთ კითხვა