5 კითხვა, რომელსაც ყველა მშობელმა უნდა უპასუხოს, სანამ შვილის გაზრდის - მშობლები

5 კითხვა, რომელსაც ყველა მშობელმა უნდა უპასუხოს, სანამ შვილის გაზრდის

2024-02-25 16:07:30+04:00

აღზრდის ოთხი სტილი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ფსიქოლოგმა დიანა ბაუმრინდმა გამოავლინა.

კიდევ ერთხელი გავიხსენით ისინი:

  • ავტორიტარული, როდესაც მშობლები აკონტროლებენ და თრგუნავენ ბავშვებს, მოითხოვენ აბსოლუტურ დისციპლინას. „მე ვთქვი ასე იქნება“ არიმ მთავარი არგუმენტი .
  • ნებაყოფლობითი თუ ლიბერალური, როცა ოჯახში წესები არ არის და მოზარდები ბავშვების ყველა ახირებას აკმაყოფილებენ.
  • ასევე არსებობს ავტორიტეტული სტილი, ანუ მაგალითის მიცემა შვილისთვის, როდესაც მშობლები ბავშვების საჭიროებებს აკმაყოფილებენ, მაგრამ ამავდროულად მკაფიოდ უხსნიან, რას მოელიან მათგან და ღია დიალოგს აწარმოებენ.
  • უყურადღებო აღზრდა - როცა მშობლები თითქოს იქ არიან, მაგრამ თან არ არიან - შვილებისგან არაფერს ითხოვენ, მაგრამ არც არაფერს აძლევენ.

თანამედროვე ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან: გაცნობიერების გარეშეც კი ჩვენდაუნებურად ვუბრუნდებით აღზრდის იმ შაბლონებს, რომლებიც ჩვენმა მშობლებმა ჩაგვინერგეს. ან მთლიანად მივიღებთ მათ ან უარვყოფთ მათ. ეს ქვეცნობიერად ხდება და ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ ფაქტია: ის, თუ როგორ გაგზარდეს, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ზრდით თქვენს შვილს.

მაგრამ მაშინაც კი, თუ თქვენი დედა და მამა შესანიშნავი მშობლები იყვნენ, თქვენ მაინც უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი საკუთარი პრინციპები და თქვენი აღზრდის სტილი განსაზღვროთ, რომელიც თქვენ და თქვენს შვილებს შეგეფერებათ და არავის სხვას. და ამისათვის უნდა გაიხსენოთ საკუთარი თავი ბავშვობაში და დაფიქრდეთ: რა შიშები გიშლით ხელს ახლა.

„მაგალითად, ვიღაცას ავტორიტარული მშობლები ჰყავდა, რომლებიც მკაცრად აკონტროლებდნენ ბავშვს. ამიტომ, ახლა გეშინიათ მათ არ დაემსგავსოთ და ყველაფრის უფლებას აძლევთ შვილს“- ამბობს ფსიქოლოგი სარა ბრენი.

დიახ, ყველას აქვს ტრიგერები, მათაც კი, ვისაც უღრუბლო ბავშვობა ჰქონდა. ეს ტრიგერები რომ აქღმოაჩინოთ, უნდა გაიხსენოთ, როგორ გაზარდეთ. ჩაატარეთ თქვენი ბავშვობის გამოცდილების ერთგვარი „ინვენტარიზაცია“ და უპასუხეთ 5 კითხვას.

  1. როცა ჩემი შვილების ასაკში ვიყავი, როგორი ურთიერთობა მქონდა მშობლებთან?
  2. ვღელავ, რომ ჩემს შვილებს იგივე ნეგატიური ემოციების გადატანა მოუწევთ, რაც მე განვიცადე?
  3. ვღელავ, რომ ჩემს შვილს შეუძლია რაიმე უარყოფითი ემოციის თავიდან აცილება და ხომ არ ვეჭვიანობ ამის გამო?
  4. მეშინია გავხდე ისეთივე მშობელი, როგორიც მე მყავდა?
  5. იყო თუ არა გარკვეული ემოციები, რომელთა გამოხატვის უფლება არ მქონდა?

ფსიქოლოგი განმარტავს: თქვენი რეაქცია მოცემულ სიტუაციაზე ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ თავის დროზე თქვენი მშობლები მსგავს სიტუაციაში: გაკიცხვით, დასჯით თუ იგნორით? თქვენ, თქვენის მხრივ, ან იგივეს გააკეთებთ ან სრულიად საპირისპიროს.

შეიძლება საერთოდ არ მოგწონდეთ თქვენი მშობლების აღზრდის სტილი, მაგრამ კარგი იქნება, თუ სიტუაციას მათი თვალით შეხედავთ. გახსოვდეთ, რომ ყველაზე ხშირად ისინი თქვენთვის საუკეთესოს მოცემას ცდილობდნენ და ისე იქცეოდნენ, როგორც მათ მიაჩნდათ. და ეს თქვენი ადრეული გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია.