ცნობილი მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე და მისი მეუღლე მარი ჩახვაძე მხიარულად იხსენებენ, როგორ შეუღლდნენ, როგორ დაიწერეს ჯვარი და მერე, როგორ გადაიხადეს ქორწინების 20 წლის იუბილე.
"რაც გვიყვარს ერთმანეთი, 27 წელია. ოფიციალურად 24 წელია ერთად ვართ... პომპეზური ამბები არ ყოფილა, თუმცა ხელი ვთხოვე, თითზე ბეჭედი წამოვაცვი და თანხმობაც მივიღე... ირაკლი რომ გაგვიჩნდა, მერე დავიწერეთ ჯვარი... ცეკვა "ქართული" არ გვიცეკვია... პანდემიის დროს, 20 წელი რომ გავიდა ჩვენი ურთიერთობიდან, გიჟურად მოვაწყვეთ ფოტოსესია..." - ყვება წყვილი "შუადღის" ეთერში.