ჟურნალისტი, ჯგუფის "ვეძებ" შემქმნელი თამუნა მუსერიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ ბიბისიმ 2023 წლის ყველაზე გავლენიან ქალებს შორის დაასახელა, აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას - ეძებს გაშვილებულ ბავშვებს და მისი დახმარებით წლობით დაკარგული ოჯახის წევრები ხვდებიან ერთმანეთს.
ამჯერად თამუნა კიდევ ერთ სულის შემძვრელ ვიდეოს ავრცელებს - და-ძმისა, რომელიც პირველად შეხვდა ერთმანეთს. როგორც თამუნა წერს, მათ ერთმანეთი გენეტიკური ტესტის დახმარებით იპოვეს. მათი შეხვედრა მართლაც ძალიან ემოციურია.