წელიწადს, რომელშიც ერთით მეტი დღეა, ნაკიან წელიწადს ვეძახით. წელს სწორედ ნაკიანი წელიწადი გვაქვს.
უძველს ადამიანებს სჯეროდათ, რომ ყველაფერი, რაც 29 თებერვალს უკავშირდება, ბედ-იღბალს უწინასწარმეტყველებდა და მომავალთან იყო კავშირში. ამიტომ მას არაერთი აკრძალვა უკავშირდებოდა.
მაგალითად, ძველი გადმოცემების თანახმად, არ შეიძლება 29 თებერვალს დაქორწინდეთ ან განქორწინდეთ, არ უნდა წამოიწყოთ ახალი საქმე, არ შეიძინოთ სახლი და არ მიიყვანოთ შინ შინაური ცხოველი.
რა თქმა უნდა, ხალხურ ცრურწმენებს ბრმად ვერ დაიცავთ, მაგრამ თუ ძველ სიბრძნეს პატივს სცემთ, 29 თებერვალზე რამდენიმე წესი დაგაინტერესებთ და ყოველი შემთხვევისთვის, შეიძლება გაითვალისწინოთ კიდეც.
დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში 29 თებერვალს წმინდა ოსვალდის დღე აღინიშნება. ამ დღეს ქალს შეუძლია რჩეულს დაქორწინება შესთავაზოს და კაცს არ აქვს უფლება, უარი თქვას. ითვლება, რომ შოტლანდიის დედოფალმა მარგარეტმა ეს ტრადიცია 1288 წელს შემოიღო და ამით გაუთხოვარი გოგოების დახმარება სურდა. თუ მამაკაცი უარს იტყოდა ქორწინებაზე, იძულებული იყო, ჯარიმა გადაეხადა.