6 წლამდე ასაკის ბავშვებს ეს გამოკვლევები, ექიმებთან ვიზიტები და მკურნალობა უფასოდ ეკუთვნით - ნახეთ დეტალურად - მშობლები

6 წლამდე ასაკის ბავშვებს ეს გამოკვლევები, ექიმებთან ვიზიტები და მკურნალობა უფასოდ ეკუთვნით - ნახეთ დეტალურად

2024-02-28 12:36:09+04:00

0-5 წლის ასაკის ბავშვებისათვის გეგმური ამბულატორიული მომსახურება უფასოა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული გეგმური ამბულატორიული მომსახურება პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 100%-ით ფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, 0-5წლის ასაკის ბავშვებისათვის 100%-ით ფინანსდება:

  • ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე;
  • პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (აცრა-ვიზიტი);
  • ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკფაქტორების შეფასება;
  • პრევენციული ღონისძიებები;
  • დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, ბინაზე მომსახურებს;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;
  • სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტების გაცემა;
  • ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერალი სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
  • ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა;
  • სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურება ბინაზე.

0-5 წლის ასაკის ბავშვს, ოჯახის ექიმის მიმართვით, 100%-ით აუნაზღაურდება:

  • ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის, ქირურგის კონსულტაცია;
  • ამბულატორიულ დონეზე, ექიმის დანიშნულებით, სხვადასხვა სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია;
  • გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია;
  • ძვლების რენტგენოგრაფია.

გარდა აღნიშნულისა, 0-5 წლის ასაკის ბავშვს, ექიმის დანიშნულებით, 100%-ით უფინანსდება შემდეგი ამბულატორიული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • შარდის საერთო ანალიზი;
  • გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
  • კრეატინინი;
  • ჰემოგლობინი;
  • ქოლესტერინი სისხლში;
  • შრატში ლიპიდების განსაზღვრა;
  • განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
  • პროთრომბინის დრო (INR);
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH.

სახელმწიფოს მიერ 0-5 წლის ასაკის ბავშვების გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება100 %-ით ფინანსდება;

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:

  • ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა - ღირებულების 100%-ით;
  • 450-ზე მეტი სახის გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც შესაბამისი ნუსხითა განსაზღვრული - ღირებულების 80%-ით (გარდა ნეონატალური ასაკისა);
  • ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა - პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 80%-ით (გარდა ნეონატალური ასაკისა).

ინფექციური დაავადების მართვა:

  • ინფექციური დაავადებები - DRG ღირებულების 80%-ით (გარდა ნეონატალური ასაკისა);
  • ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია - ღირებულების 100%-ით.

მიუხედავად მომსახურების კატეგორიებისა, სახელმწიფოს მხრიდან 100%-ით ანაზღაურდება:

  • მიზნობრივ ჯგუფებში შემავალი ბავშვების გადაუდებელი სტაციონარული სერვისი;
  • ნეონატალური ასაკის ბავშვების გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები.

გეგმური ქირურგია:

  • გეგმური ქირურგიული ოპერაციების წლიური ლიმიტი- 15 000 ლარი.
  • ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები ფინანსდება პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 100%-ით;
  • სხვა ქირურგიული ოპერაციები - პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის- 80%.

ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობა:

  • ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიასა და სხივურ თერაპიას ყველა ბავშვს სახელმწიფო 100%-ით უფინანსებს;
  • ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობის წლიური ლიმიტი - 25 000 ლარი.

ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე:

დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 05

რა გამოკვლევები გეკუთვნით უფასოდ სახელმწიფოსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით - ყველა კატეგორიის მოქალაქეებისთვის განსაზღვრული მომსახურების სია
რა უფასო გამოკვლევები ეკუთვნით სახელმწიფოსაგან 6-17 წლის ასაკის მოზარდებს - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისათვის