რა უნდა მიირთვათ, რომ ციკლის დროს ტკივილმა და დისკომფორტმა არ შეგაწუხოთ - ყველაზე შესაფერისი პროდუქტები მენსტრულური ციკლისთვის - მშობლები

რა უნდა მიირთვათ, რომ ციკლის დროს ტკივილმა და დისკომფორტმა არ შეგაწუხოთ - ყველაზე შესაფერისი პროდუქტები მენსტრულური ციკლისთვის

2024-02-29 09:52:54+04:00

მენსტრუალური ციკლი საშუალოდ, 28 დღეს გრძელდება და რამდენიმე ფაზას მოიცავს. თითოეულ ფაზაში ქალი სრულიად განსხვავებულად გრძნობს თავს. ხან ემოციები ეძალება და ტირილი უნდა, ხან ტკბილზე აქვს მოთხოვნილება, მერე მადა მადა ეკარგება, მერე კი სამმაგი ძალით უნდა ჭამა.

აღმოჩნდა, რომ კვებას ციკლის სხვადასხვა დღეებში ქალის განწყობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა და გაუმჯობესება შეუძლია. დიეტოლოგმა შირა ბარლოუმ დაასახელა პროდუქტები, რომლებიც მენსტრუალური ციკლის გარკვეულ ფაზაში უნდა მიირთვათ.

მენსტრუალური ფაზა: წითელი ხორცი და შავი შოკოლადი

მენსტრუაციის ფაზას ეს სახელი გარკვეული მიზეზის გამო აქვს. სწორედ ამ პერიოდში საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი იშლება და ქალს სისხლდენა ეწყება. ამ დროს (რომელიც საშუალოდ 3-7 დღე გრძელდება) დაბალია ესტროგენისა და პროგესტერონის დონე, რაც ენერგიისა და განწყობის დაქვეითებას იწვევს. ბევრ ქალს განსაკუთრებით უნდა სიმყუდროვე, სითბო და კომფორტი, იწვეს მოხერხებულად დივანზე, გადაიფაროს პლედი და არსად წავიდეს.

ციკლის ამ ფაზაში სისხლის დაკარგვის შემდეგ საჭიროა რკინის მარაგის შევსება, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი მიკროელემენტების - მაგნიუმის და ვიტამინი C-ს. მაგნიუმი მტკივნეულ სპაზმებს ამცირებს, ვიტამინი C კი ლორწოვან გარსს უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებაში და ენდომეტრიუმის აღდგენაში ეხმარება.

ჩამოთვლილი ნუტრიენტები გვხვდება წითელ ხორცში, ღვიძლში, ხამანწკებში, კომბოსტოში, სარდინში, გოგრის თესლში, ნუშის, ისპანახსა და შავ შოკოლადში.

რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ნორმალური მენსტრუაციული ციკლი და რა შემთხვევაში დგება ორსულობა ლაქტაციის პერიოდში - მანანა მგალობლიშვილის რჩევები აქტუალურ საკითხებზე

ფოლიკულური ფაზა: მჟავე კომბოსტო და იოგურტი

ფოლიკულური ფაზა ციკლის პირველ დღეს იწყება და 11-დან 27 დღემდე გრძელდება. ამ დროს კვერცხუჯრედი მწიფდება, რაც ორგანიზმში საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გასქელებას იწვევს.

ამ ეტაპის ბოლო დღეებში ესტროგენის დონე ნელ-ნელა მატებას იწყებს და მასთან ერთად განწყობა უმჯობესდება, მატულობს ენერგია, ხოლო მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH) დონის მატება სექსუალურ ლტოლვას ზრდის.

მაგრამ ამ პერიოდში შეიძლება მოხდეს საჭმლის მონელების პროცესი შენელდეს. მონელების სიჩქარის გასაუმჯობესებლად და კუჭში სიმძიმის განცდის მოსაშორებლად, ფერმენტირებული საკვები: მჟავე კომბოსტო, მწნილი ხახვი, ფერმენტირებული რძის პროდუქტები, ასევე გოგრის და სელის თესლი უნდა მიირთვათ.

ოვულაციური და ლუტეალური ფაზები: ბროკოლი, ორაგული და კვერცხი

მენსტრუაციის დაწყებიდან დაახლოებით 14 დღის შემდეგ ოვულაციური ფაზა იწყება, რომელიც შემდეგი ციკლის დაწყებამდე გრძელდება. ამ პერიოდში სხეული ათავისუფლებს კვერცხუჯრედს ფალოპის მილში, სადაც ის სპერმის მიერ განაყოფიერებას ელოდება.

ამ ეტაპზე ესტროგენისა და LH-ის დონე ყველაზე მაღალია, ამიტომ საჭიროა საკვები, რომელიც ხელს უწყობს ჰორმონის ჭარბი რაოდენობით შეწოვას, რათა ის ორგანიზმში არ დაგროვდეს.

ამ ეტაპზე დროა თქვენს რაციონში კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბრიუსელის კომბოსტო დაამატოთ.

ლუტეალური სტადია იწყება ოვულაციის შემდეგ. ის თქვენი ციკლის მე-15 დღიდან 28 დღემდე გრძელდება. როდესაც კვერცხუჯრედი გამოიყოფა საკვერცხედან და ფალოპის მილში გადადის, ჰორმონის პროგესტერონის დონე იზრდება, რათა საშვილოსნოს ენდომეტრიუმი ორსულობისთვის მოამზადოს.

თუ ორსულობა არ მოხდა, ესტროგენისა და პროგესტერონის დონე იკლებს და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი ჩამოიშლება - იწყება მენსტრუალური ფაზა და ახალი მენსტრუალური ციკლი.

ლუტეალურ ფაზაში ქალის მადა და მეტაბოლური მაჩვენებელი იზრდება, რაც საკვების მიმართ ლტოლვას და მეტი ჭამის სურვილს იწვევს. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მიირთვათ დამანაყრებელი საკვები, რომელიც ენერგიას მოგცემთ. დროა მენიუში შეიტანოთ წითელი ხორცი, ხამანწკები, ლობიო და თხილი, კარტოფილი, ქათამი, გოგრა, ორაგული და ჭარხალი, ავოკადო, კვერცხი (განსაკუთრებით გული), მწვანილი და სალათის ფოთოლი.

როგორ უნდა მიხვდეთ, რამდენ ხანში დაეწყება გოგონას მენსტრუაცია და როგორ უნდა შეამზადოთ ბავშვი ამისთვის
მენსტრუალური ციკლის გადაცდენის 7 ყველაზე ხშირი მიზეზი, რომლებსაც მადონა ჯუღელი განმარტავს
რაზე მიანიშნებს ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა, რომელსაც ხშირად გოგონები საყურადღებოდ არ მიიჩნევენ