ზამთრის კურორტი ბაკურიანი დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700მ.-ზე მდებარეობს. ბაკურიანის, როგორც სათხილამურო კურორტის ისტორია 1932 წლიდან იწყება და ის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს მომხიბლავი ზამთრის კურორტია არა მხოლოდ მოთხილამურეებისთვის, არამედ ოჯახებისთვის, რომელთაც სურთ ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე დასვენება. მოდით ვისაუბროთ თუ რატომ არის ბაკურიანი საუკეთესო ზამთრის კურორტი ბავშვებისთვის საქართველოში.
ზამთარში ბაკურიანი ამერიკული საშობაო ფილმის მთავარ ლოკაციას ემსგავსება და თოვლიან სამოთხედ გარდაიქმნება. ეს სიმყუდროვე არაფერს ისე არ უხდება, როგორც ოჯახურ აქტივობებს: თოვლის ბაბუას აშენებას თავისი სტაფილოს ცხვირით, მეგობრულ გუნდაობას, თოვლის ანგელოზების კეთებასა თუ სხვა აქტივობებს. ოჯახური გართობა მრავალფეროვანია, ბაკურიანში თქვენს ოჯახს ნამდვილად თოვლიანი თავგადასავალი ელოდება.
ბაკურიანი გამოირჩევა თავისი ფერდობებითა და დამწყებთათვის იდეალური სათხილამურო სკოლებით, რაც მას შესაფერის ადგილად აქცევს ბავშვებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი ძალები მოსინჯობ თხილამურებსა თუ სნოუბორდზე.
აქაური პროფესონალი ინსტრუქტორები უზრუნველყოფენ უსაფრთხო სწავლებას. ეს გამოცდილება კიდევ უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდის ბაკურიანში დასვენებას ნებისმიერი ბავშვისთვის.
ასევე, ბაკურიანში მრავლადაა ტრასები სპეციალურად ციგებისთვის, სადაც ყველაზე პატარებიც კი უსაფრთხოდ შეძლებენ ციგით სრიალს.
ნებისმიერი ოჯახი, რომელიც ბავშვთან ერთად ბაკურიანში ყოფილა დასასვენებლად, გეტყვით, რომ დიდველის პარკი ნამდვილი თავშესაფარია ოჯახებისთვის.
პარკში უამრავი საინტერესო გასართობია, მაგალითად, ბავშვებს შეუძლიათ ყინულის მოედანზე ციგურებით ისრიალონ, ციგით გაისეირნონ, ტირში ითამაშონ და სხვა. პარკის ჯადოსნური გარემო და მრავალფეროვანი აქტივობები მას განსაკუთრებულს ხდის ბაკურიანის სტუმრებისთვის.
ამირანის პარკში კი ულამაზეს წიწვნარ ბუნებასთან ერთად საბავშვო ატრაქციონები დაგხვდებათ და თქვენი პატარები აუცილებლად განსაკუთრებულ დროს გაატარებენ.
მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ საცხოვრებელი ადგილი კურორტზე იმის მიხედვით უნდა შევარჩიოთ, თუ როგორ დასვენებას ვგეგმავთ: ოჯახურს, მშვიდს თუ უფრო დატვირთულს. ბაკურიანი გთავაზობთ საოჯახო საცხოვრებლის მრავალფეროვნებას, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ დასვენებას როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. აქ ბევრი სასტუმრო, საოჯახო საცხოვრებელი თუ დღიურად გასაქირავებელი ბინაა. ბინები დღიურად ბაკურიანში ხშირად ქირავდება, იმისთვის, რომ წინასწარ მოიძიოთ ადგილი და ისე ჩახვიდეთ დასასვენებლად, შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს: www.bina24.ge, სადაც თქვენთვის შესაფერის ფართს აუცილებლად იპოვით.
უსაფრთხოება ბაკურიანში მთავარი პრიორიტეტია და კურორტი იღებს დამატებით ზომებს ოჯახებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. კარგად მოვლილი ფერდობები, ყურადღებიანი პერსონალი და ბავშვების აქტივობისთვის გამოყოფილი ადგილები ხელს უწყობს უსაფრთხო დასვენების გამოცდილების შექმნას.
მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულები უკვე მიიწურა, ბაკურიანული ზამთრის სეზონი მაინც სავსე და დატვირთულია ღონისძიებებით, რომლებიც ერთნაირად მიმზიდველი შეიძლება იყოს, როგორც ახალგაზრებისთვის, ასევე შედარებით ასაკიანებისა თუ ბავშვებისთვის.
ბაკურიანში უამრავი ბავშვი სწავლობს თხილამურებსა თუ სნოუბორდზე დგომას და ის მათ მთავარ ზამთრის მოგონებადაც იქცევა ხოლმე. ამიტომაც არის, რომ ოჯახებისთვის, რომლებიც ეძებენ ზამთრის თავგადასავალს: დასვენების, სიამოვნების, უსაფრთხოების და ბავშვებისთვის ფიზიკური აქტივობის მიქსს, უკვე თითქმის ერთი საუკუნეა, ბაკურიანი შესანიშნავი ადგილია.
ამ კურორტის ინფრასტრუქტურა თუ სერვისი საუკეთესოდ არის მორგებული ბავშვების საჭიროებებს. სტატიაში განხილულ მიზეზებთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბაკურიანი გამოირჩევა თავისი მდებარეობითა და ტრანსპორტირების სიმარტივით. ყველაფერი ის, რაც უკვე აღვნიშნეთ და ჩვენი ემოციები ამ კურორტის მიმართ ქმნის ბაკურიანს საუკეთესო კურორტად ბავშვებისათვის.
R