"გრემის" მფლობელი მაილი საირუსის ოჯახში დიდი სკანდალი აგორდა და ოჯახი ორ ნაწილად გაიყო. ჯერ კიდევ 2022 წელს საუბრობდნენ შიდა კონფლიქტზე, როცა მაილის მშობლები - ბილი რეი და ტიშ საირუსები სკანდალურად დაშორდნენ, 30-წლიანი ქორწინების შემდეგ.
თითქმის განქორწინებისთანავე, 56 წლის ტიშმა ურთიერთობა წამოიწყო 54 წლის მსახიობ დომინიკ პერსელთან. ქალმა აღიარა, რომ ერთი ნახვით შეუყვარდა ეს მამაკაცი. "სადილზე შევხვდით და სამ საათს მოვუნდით კოცნას", - იხსენებდა ტიში პირველ პაემანს და ასევე აღიარა, რომ ახლა ცხოვრობს საუკეთესო ცხოვრებით და ბედნიერია.
2023 წელს წყვილმა ნიშნობა გამოაცხადა, აგვისტოში კი იქორწინეს. ქორწილს ბევრი ცნობილი სახე დაესწრო, ოჯახის მეგობრები და ნათესავები. თუმცა არ იყვნენ სტუმრებს შორის ტიშის უმცროსი ქალიშვილი ნოა და ვაჟი ბრეისონი. მალე გაირკვა მიზეზიც - როგორც აღმოჩნდა, ტიშამდე დომინიკი მის 24 წლის ქალიშვილს ხვდებოდა, მთელი ცხრა წელი. და ამბობენ, რომ დედა-შვილმა სოციალურ ქსელშიც დაბლოკა ერთმანეთი და ჩვეულებრივ მტრებად იქცნენ.
მაილი და ნოა ძალიან მეგობრობდნენ და სულ გვერდში ედგნენ ერთმანეთს, თუმცა ახალმა რეალობამ მათ ურთიერთობაზეც იქონია გავლენა. მაილიმ დედას დაუჭირა მხარი და ამბობენ, რომ დედის ქორწილში დაცვაც კი აიყვანა, რომ ნოა არ მოსულიყო და სკანდალი არ მოეწყო.
თავად ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია, როცა დედას ასეთ შეყვარებულს და ბედნიერს ხედავს. თავად გაუძღვა საკურთხევლისკენ დედას და ამბობს, რომ ეს ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი იყო.
ნოას მხარეს კი მისი ძმა ბრეისონი დადგა - დედის ქორწილის დღეს დასთან ჩავიდა და მთელი დღე მასთან გაატარა.