ვიქტორია ბექჰემი თავისი კოლექციის ჩვენების შემდეგ პოდიუმზე ყავარჯნებით გამოვიდა - რა მოუვიდა დიზაინერს? - მშობლები

ვიქტორია ბექჰემი თავისი კოლექციის ჩვენების შემდეგ პოდიუმზე ყავარჯნებით გამოვიდა - რა მოუვიდა დიზაინერს?

2024-03-02 12:52:15+04:00

პარიზის მოდის კვირეულზე ცნობილი დიზაინერისა და 4 შვილის დედის, ვიქტორია ბექჰემის ჩვენება უჩვეულოდ გაიმართა. ჯერ იყო და ორგანიზაცია PETA-ს აქტივისტებმა კინაღამ ჩაშალეს - აპროტესტებდნენ იმის წინააღმდეგ, რომ ბრენდის კოლექციაში ცხოველების ტყავი იყო გამოყენებული. ჩვენების ბოლოს კი პოდიუმზე თავად ვიქტორია გამოჩნდა, ჩვეულად ფორმაში, მაღალ ქუსლებზე, თუმცა - ყავარჯნებით.

როგორც წინა დღეებში მისმა ქმარმა, ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა დაწერა ინსტაგრამზე, ვიქტორიას ვარჯიშის დროს მოუტეხია ფეხი. "ჩემს ცოლს მცირე რაღაც შეემთხვა სპორტდარბაზში და მოტეხილობა აღმოჩნდა".