გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ახლოვდება ორი მნიშვნელოვანი დღესასწაული: 3 და 8 მარტი, რომლებიც ქალებს ეძღვნებათ. გაზაფხულის დასაწყისში ყველა მამაკაცს ერთი საერთო საზრუნავი აქვს - აირჩიოს კარგი საჩუქრები ქალბატონებისთვის. თუ უკვე დაიწყეთ საჩუქრების ძებნა, გაეცანით ჩვენს მიერ შერჩეული საჩუქრის ვარიანტებს.
საჩუქარი ადამიანის მიმართ ყურადღების, ზრუნვისა და სითბოს გამოვლინებაა. ქალისთვის იდეალური საჩუქრის არჩევა შეიძლება რთული ამოცანა იყოს, მაგრამ არსებობს რამდენიმე უნივერსალური ვარიანტი, რომელთაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ყოველთვის სიხარულითა და მადლიერებით მიიღებენ.
წარმოგიდგენთ საჩუქრის ხუთ იდეას, რომლებიც ადრესატს სიხარულს მოჰგვრის:
Sweet Dreams სასაჩუქრე ნაკრები
თავის მოვლის საშუალებები ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილებაა, როდესაც საჩუქარს ქალისთვის არჩევთ. ლავანდა სიმშვიდის, დასვენებისა და ჰარმონიის სიმბოლოა. ლავანდის არომატი ამშვიდებს ნერვებს, ხსნის სტრესს, ქმნის მშვიდ ატმოსფეროს ძილისთვის და ხელს უწყობს რელაქსაციას.Sweet Dreams-ის ნაკრებშიშემავალი პროდუქტები მზადდება ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებისგან და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. ტოტოს ლავანდები თბილისთან ახლოს საგურამოსთან, ეკო ზონაში იზრდება.
ნაკრებში შედის:თვალის ბალიში, ლავანდისა და წიპწის ზეთის როლერი, ლავანდის ჰიდროლატი, ლავანდის საშე იასამნისფერი და ნაცრისფერი.
შარფი ლამაზი პრინტით
თბილი ამინდების გამოსვლასთან ერთად, გარდერობის გადასახალისებლად ლამაზი, ფერადი შარფი ყველა ქალისთვის მიმზიდველი და სასიამოვნო საჩუქარი იქნება.Landi-ს უნიკალური პრინტის მქონე, აბრეშუმის თავსაბურავისასაჩუქრე შეფუთვაში, აუცილებლად მოიგებს ქალბატონების გულებს.
ასაწყობი კონსტრუქტორი ყვავილები
მათ, ვისაც კონსტრუქტორების და პაზლების აწყობა უყვარს, LEGO-ს ასაწყობი ქოთნის ყვავილები ორიგინალური საჩუქარი იქნება. ეს ნაკრები LEGO-ს ბოტანიკური კოლექციის ნაწილია, რომელშიც შედის ბიოპლასტიკის ელემენტები, დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა შაქრის ლერწმისგან. ნაკრებში შედის 9 სხვადასხვა მცენარე, როგორიცაა უდაბნოს, ტროპიკული და მტაცებელი მცენარის სახეობები.
LEGO Icons Tiny Plants-ით შესაძლებელია შეიქმნას ელეგანტური ყვავილების კომპოზიცია, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას. ასეთი საჩუქარი სახლის ინტერიერს ორიგინალურობას შემატებს. ქოთნის ყვავილების შექმნა საოცრად სასიამოვნო და შთაგონების მომცემი პროცესია. ეს ნაკრები შესანიშნავი საჩუქარი იქნება მცენარეების მოყვარული ადამიანისთვის.
განსაკუთრებული სასმელი
თუ რომანტიკული ვახშმის მოწყობას გეგმავთ, შთამბეჭდავი საჩუქარი იქნება Istoria Wine-ისბრჭყვიალა ღვინო, რომლის არჩევა ფერების მიხედვით შეგიძლიათ. ბრჭყვიალა ნახევრად ტკბილ ღვინოს 7 განსხვავებული ფერი აქვს. ღვინო შეგიქმნით რომანტიკისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს, რაც ყოველ წუთს, განსაკუთრებულსა და დაუვიწყარს აქცევს.
გულის ფორმის ხელნაკეთი შოკოლადები
ტკბილის მოყვარული ქალბატონები აუცილებლად დააფასებენ ხელნაკეთ ტკბილეულს.„შოკოტელას“ უგემრიელესი „ვარდისფერი გული“,რომელიც რძიანი შოკოლადის გარსის, მთლიანი თხილისა და მარილიანი კარამელის შიგთავსისგან შედგება, იდეალური ვარიანტი იქნება.
3 და 8 მარტი შესანიშნავი მიზეზია, გამოხატოთ მზრუნველობა და ყურადღება და გაახაროთ თქვენთვის ძვირფასი ქალბატონები.