მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა გადაცემის ლინკს აზიარებს - ნოე სულაბერიძესთან წლების წინ გაშვილებული ტყუპი იყო სტუმრად, რომელმაც ერთმანეთი იპოვა. ბმულს თან ახლავს ნანუკას ტექსტი და მისი მიმართვა თამუნა მუსერიძისადმი, რომელსაც აქვს ჯგუფი "ვეძებ" და უამრავ ადამიანს ეხმარება დაკარგული ოჯახის წევრების პოვნაში. როგორც აღმოჩნდა, ნანუკა გულუასაც ჰყავს დაკარგული ძმა:
"გავსკდი ტირილით! გემუდარებით ყველას, მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! ჩემი ძმის დედას, რომლის პირად ცხოვრებას ვუფრთხილდები და არ ვეკარები, ვემუდარები. გადაეცით, მითხრას ყველაფერი, რაც მას მაპოვნინებს, გთხოვთ!
პ.ს ბოლოს რაც გავარკვიე, ხობში გააშვილეს და 50-55 წლის კაცია!" - წერს ნანუკა.