კომედიური შოუებისა და სერიალების მსახიობი, ტიკტოკერი თაკო ბოგველი დაინიშნა. შეყვარებულმა ლუკა ბულბულაშვილმა მას ბუდაპეშტში მოგზაურობისას, ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობისას სთხოვა ხელი და თანხმობა მიიღო.
ლუკას თაკოს გულშემატკივრები დიდი ხანია იცნობენ. ის მის იუმორისტულ ვიდეოებშიც ხშირად მონაწილეობს.