გაიცანით და-ძმა ვიბლიანები, რომელთა ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა - რა მოხდა რეალურად ქორწილში და რა ბედი ეწია თაიგულს, რომლის დასაჭერადაც გოგონა ემზადებოდა - მშობლები

გაიცანით და-ძმა ვიბლიანები, რომელთა ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა - რა მოხდა რეალურად ქორწილში და რა ბედი ეწია თაიგულს, რომლის დასაჭერადაც გოგონა ემზადებოდა

2024-03-06 20:25:43+04:00
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ქორწილის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა, ლამაზი გოგონა თაიგულის დასაჭერად მიდის და მას ძმა აჩერებს. ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. კომენტარებში ყველა აღნიშნავდა და-ძმის გამორჩეულ გარეგნობას, თუმცა კომენტარებში ხალხის ნაწილი წერდა, რომ გოგონას ძმა ჩაგრავდა, ზოგიც ბიჭს უწონებდა საქციელს... ლამაზი და-ძმა მარიამ და ირაკლი ვიბლიანები არიან.

ინტერვიუზე მათ უფროს დას, მეგი ვიბლიანს დავუკავშირდი, რომელმაც ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მეგი ადრეც იყო ჩვენი რესპონდენტი, როდესაც ჩინეთში ცხოვრების საინტერესო დეტალებს გვიყვებოდა...

- მეგი, ვიდეო სოციალურ ქსელში თქვენ გაავრცელეთ, ალბათ არც ელოდით ასეთ გამოხმაურებას?

- ჩემი მამიდაშვილის ქორწილში ვიყავით, პატარძალს ძალიან ლამაზი, თეთრი თაიგული ეჭირა და როდესაც უნდა ესროლა, ჩემს დას, მარიამს ვუთხარი, მიდი, რა მარიამ, დაიჭირე და მომიტანე, არ მინდა, რომ გაპუტონ-თქო. თავიდან უარზე იყო, მერე ადგა მაინც მივიდა. ირაკლიმ რომ დაინახა, თაიგულის დასაჭერად მიდიოდა, უთხრა, რა თაიგულიო, სწორედ ეს მომენტი ჩანს ვიდეოში, მარიამმა მე შემომხედა გაბრაზებულმა, რატომ გამიშვიო. ვიდეოს გამოქვეყნებამდე სვანური სიმღერა დავადე, რომელიც ასე ითარგმნება, "გათხოვება როცა გინდა და თვალები გაქვს დიდი, მაგრამ საქმეს რომ გეტყვიან, მაშინ ამბობ, რომ ბავშვი ხარ".

იქამდე მარიამსაც ვაჩვენე, დედასაც და ყველამ ბევრი ვიცინეთ. არ ველოდი თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა, მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული. საერთოდ, ირაკლი ძალიან მოსიყვარულე ძმაა, განსაკუთრებით მარიამისთვის, მე მათზე უფროსი ვარ და 11 წელია საქართველოდან წასული ვარ, ჩინეთში ვცხოვრობ. ესენი სულ ერთად არიან და გაგიჟებულები არიან ერთმანეთზე. კომენტარები რომ დაწერეს ირაკლიზე, მარიამი გაოცებული მეკითხებოდა, რატომ წერს ხალხი ამას, დაჩაგრული რატომ გამოვედიო. მე ხალხისაც მესმის, ნორმალური რეაქცია ჰქონდათ, ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა.

განაგრძეთ კითხვა