ინტერვიუზე მათ უფროს დას, მეგი ვიბლიანს დავუკავშირდი, რომელმაც ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მეგი ადრეც იყო ჩვენი რესპონდენტი, როდესაც ჩინეთში ცხოვრების საინტერესო დეტალებს გვიყვებოდა...
იქამდე მარიამსაც ვაჩვენე, დედასაც და ყველამ ბევრი ვიცინეთ. არ ველოდი თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა, მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული. საერთოდ, ირაკლი ძალიან მოსიყვარულე ძმაა, განსაკუთრებით მარიამისთვის, მე მათზე უფროსი ვარ და 11 წელია საქართველოდან წასული ვარ, ჩინეთში ვცხოვრობ. ესენი სულ ერთად არიან და გაგიჟებულები არიან ერთმანეთზე. კომენტარები რომ დაწერეს ირაკლიზე, მარიამი გაოცებული მეკითხებოდა, რატომ წერს ხალხი ამას, დაჩაგრული რატომ გამოვედიო. მე ხალხისაც მესმის, ნორმალური რეაქცია ჰქონდათ, ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა.