ბოლო დღეებია, რაც მსოფლიო მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის ვაჟის წინასაქორწილო წვეულებაა. მუკეშის ვაჟი ანანტი ცოლს ირთავს. მდიდრული წვეულების გასამართად 150 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მას ესწრებოდნენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები. მათ შორის, ბილ გეითსი და მარკ ცუკერბეგი. წვეულებაზე კი კონცერტი გამართა რიანამ.
ამჯერად გიამბობთ, ნეფის, ანატ ამბანის შესახებ, რომელიც ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდა და თავისი გამძლეობისა და მიზანდასახულობის გამო, ის ინდოეთში საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან უყვარს.
საქმე ისაა, რომ ანანტი წლების განმავლობაში ჭარბწონიანობას ებრძოდა და ამის გამო მოზარდობის ასაკში არაერთხელ ყოფილა ბულინგის მსხვერპლი, წონის გამო, მას არაერთი დამამცირებელი სიტყვის მოსმენა უწევდა. შემდეგ საკუთარ თავში ჩაიკეტა და ცდილობდა, გარეთ აღარ გასულიყო.
თუმცა როცა 21 წლის გახდა, საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ აუცილებლად შეიცვლებოდა და მიუხედავად ქრონიკული დაავადებისა, თქვა, რომ რადაც უნდა დასჯდომოდა, მიზანს მიაღწევდა და წონაში დაიკლებდა. თავისი განზრახვის შესახებ დედას უთხრა, რომელიც მას დაეხმარა და ამ რთული მოგზაურობის განმავლობაში შვილს ამხნევებდა და მოტივაციას მატებდა.
მიზნის მისაღწევად მსოფლიოში სახელგანთქმული ფიტნეს ინსტრუქტორი, ვინო ჩანა დაიქირავეს, რომელმაც ანანტს ფიტნეს გეგმა შეუდგინა. განაგრძეთ კითხვა