ნატალი პორტმანმა ქმარს ღალატი არ აპატია და 11-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა - ბავშვები დედასთან დარჩნენ - მშობლები

ნატალი პორტმანმა ქმარს ღალატი არ აპატია და 11-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა - ბავშვები დედასთან დარჩნენ

2024-03-09 11:09:21+04:00
ჰოლივუდის ვარსკვლავის გულშემატკივრები ელოდნენ, რომ ნატალი შეინარჩუნებდა ოჯახს, მაგრამ ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, ნატალი პორტმანის მოლოდინები, რომ შეხვდებოდა მამაკაცს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას ბედნიერად გაატარებდა, არ გამართლდა. მათ ურთიერთობაშიც გამოჩნდა მესამე და ზღაპარიც დასრულდა.
გავრცელდა ცნობა, რომ ნატალი პორტმანი და ბენჟამინ მილპიე ოფიციალურად განქორწინდნენ. 11-წლიან ქორწინებას წერტილი დაესვა. ნატალი ბავშვებთან ერთად ცხოვრობს, ბენჟამინი კი მარტო გადავიდა საცხოვრებლად.
3294x5000-0xac120004-14115975731685777995-1709969180.jpeg
სკანდალი მაშინ დაიწყო, როცა მსოფლიომ (და მათთან ერთად - ნატალიმ) შეიტყო ბენჟამენის საიდუმლო რომანის შესახებ. სანამ ნატალი კანის კინოფესტივალზე იყო თავისი ახალი ფილმის წარსადგენად, მისი ქორეოგრაფი ქმარი ახალგაზრდა ეკოაქტივისტ კამილ ეტიენთან ერთობოდა და მათი კოცნის ფოტოებმა მსოფლიო პრესა მოიარა.
natalie-portman-husband-benjamin-millepied-cheated-25-year-old-2-1024x675-1709969302.jpg

მაშინ ნატალის არ მოუწყვია ისტერიკა, არც სახლიდან გამოუგდია ქმარი და ცოტა ხანში მასთან ერთად საჯარო ღონისძიებაზეც გამოჩნდა, თუმცა, უკვე უბეჭდოდ. ბევრს ეგონა, რომ ქმარს აპატია ღალატი და აგვისტოში ქორწინების 12 წლისთავსაც აღნიშნავდნენ. თუმცა ნატალიმ ასე მშვიდად და წყნარად შეიტანა განცხადება განქორწინებაზე და ამიერიდან შვილებთან ერთად, უქმროდ განაგრძობს ცხოვრებას.

2200x3300-0x62rhsd1p-2809456942913221997-1709969418.jpg