კიტი სპენსერი ბრიტანეთის ცნობილი არისტოკრატული ოჯახიდანაა. ის განსვენებული ლედი დიანას ძმისშვილი, გრაფ სპენსერის ქალიშვილია, რომელმაც დედის დღეს პირველად გაასაჯაროვა თავისი შვილის ფოტო.
„შენს დედად ყოფნა ჩემი ცხოვრების სიხარულია, პატარავ. უპირობოდ მიყვარხარ“, - წერს ის, თუმცა ბავშვის სქესს, სახელს და ზუსტ ასაკს ჯერ-ჯერობით კვლავ საიდუმლოდ იტოვებს.
33 წლის კიტის ორსულობის შესახებ არაფერი თქმულა, ბოლო სამი-ოთხი თვის ფოტოებშიც კი ისეთივე გამხდარი ჩანს, როგორც ყოველთვის. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ბავშვი სუროგატმა დედამ გააჩინა.
ბავშვის მამა, კიტის მეუღლე, სამხრეთ აფრიკელი მულტიმილიონერი მაიკლ ლუისია. მათი სამდღიანი ქორწილი 2021 წელს გაიმართა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მიზეზი, პირველ რიგში, საქმროს ასაკი იყო - მამაკაცი 32 წლით უფროსია მის რჩეულზე. უფრო მეტიც, ის საკუთარ სიმამრზე, გრაფ სპენსერზე უფროსიცაა.
ბევრს აინტერესებდა, რატომ დაქორწინდა ახალგაზრდა ლამაზი კიტი ასეთ უფროს კაცზე? მას ხომ ნამდვილად არ სჭირდება ფული და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება - ეს ყველაფერი აქვს. მართლაც სიყვარულშია საქმე? დიახ, და ასევე მამაკაცის დამოკიდებულებაში, რომელიც მზადაა ერთგულება, სითბო და დახმარება ნებისმიერ სიტუაციაში შესთავაზოს ქალს. მაგალითად, კიტის მამას ეს თვისებები არასოდეს გამოუვლენია.
მთელი ბავშვობა კიტი მშობლების უბედური ქორწინების მოწმე იყო. როდესაც გოგონა 7 წლის გახდა, დედამ და მამამ განქორწინების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. დაახლოებით იმავე პერიოდში მოხდა ტრაგიკული მოვლენაც - მისი დეიდა, "ხალხის გულის დედოფალი", პრინცესა დიანა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
მაიკლ ლუისი არ არის პირველი ასაკოვანი მამაკაცი კიტის ცხოვრებაში. მანამდე იგი რამდენიმე წლის განმავლობაში უძრავი ქონების მაგნატ ნიკოლო ბარატიერი დი სან პიეტროს ხვდებოდა. მამაკაცი მასზე 20 წლით უფროსი იყო და მათი სტაბილური 4-წლიანი ურთიერთობის მიუხედავად, კიტისთვის ხელი არ უთხოვია.