კარაქი ბავშვს 6 თვის ასაკიდან უნდა მივცეთ, თუმცა განსაზღვრული ზომითა და ფორმით. ეს პროდუქტი ნაჯერ ცხიმს წარმოადგენს და ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია. საწყის ეტაპზე საშუალო დღიური ნორმა 3-5 გრამია, შედარებით მოზრდილ ბავშვებს დღიურად 10 გრამი უნდა მისცეთ. ზრდასრული ადამიანისთვის კი ყოველდღიურად 25-30 გრამი კარაქის მიღებაა რეკომენდებული. მისი მიღება დღის პირველ ნახევარში უმჯობესია.
კარაქის მიღების დროს არ უნდა დაგავიწყდეთ ერთი მთავარი პირობა, ის უნდა დაუმატოთ უკვე გამზადებულ კერძს, ჩვილების შემთხვევაში, ფაფას და არავითარ შემთხვევაში, მასთან ერთად არ უნდა იხარშოს.
ნატურალური და ორგანული კარაქი შეიცავს A, D, E, K ვიტამინებს. A ვიტამინი მნიშვნელოვანია მხედველობის ორგანოს ფორმირებისა და ფუნქციონირებისთვის, D ვიტამინი მნიშვნელოვანია ძვალ-სახსროვანი სისტემის განვითარებისთვის, ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, K ვიტამინი სისხლის შედედების პროცესს უწყობს ხელს.
კარაქი აგრეთვე შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორებიცაა ომეგა 3, თუთია, სელენი, სპილენძი, მანგანუმი, ასევე, 20-მდე შეუცვლელ ამინომჟავას.
ერთი კგ ევროპული კარაქის დასამზადებლად დიდი რაოდენობით რძეა საჭირო. მაგალითად, “ლურპაკის“ ნაღების კარაქი 22-25 ლიტრი რძით მზადდება. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქტი მზადდება ახლად მოწველილი რძით. ძროხები კი განსაკუთრებულად სასარგებლო მცენარეებს, მათ შორის, რაფსიდის ყვავილს, მიირთმევენ და ეს კარაქი ზუსტად იმ ტექნოლოგიითა და სიზუსტით მზადდება, რასაც ნამდვილი კარაქი მოითხოვს.
"ლურპაკის" კარაქი ახლად მოწველილი რძის ნაღებისგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე მსოფლიოში კარაქის ყველაზე დიდ წარმოებაში მზადდება. პროდუქტი 100%-ით ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს.
„ლურპაკის“ ასორტიმენტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ორგანულ კარაქს. ორგანული კარაქის წარმოების დროს, ძროხები იკვებებიან მხოლოდ არაგენმოდიფიცირებული, ჰორმონებისგან თავისუფალი საკვებით. ეს ყველაფერი მკაცრად კონტროლდება იმისთვის, რომ პროდუქტმა მიიღოს ორგანულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ნიშანი. ორგანულ წარმოებებში ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად მთავარი პირობაა, რომ ძროხებმა დიდი დრო გაატარონ ღია ცის ქვეშ, რაც ბუნებრივად აუმჯობესებს როგორც რძის ხარისხს, ასევე მის ცხიმიანობას თუ გემოს. ორგანული ფერმების მდებარეობა განსაკუთრებული ყურადღებით არის შერჩეული, რომ ახლომდებარე ტერიტორიაზე არ იყოს ინდუსტრიული ზონა და ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს საუკეთესო.
კარაქის შეძენისას აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია, მწარმოებელი ბრენდი და მისი ღირებულებები. უმჯობესია არჩევანი ისეთი ორგანულ კარაქზე გააკეთოთ, რომლის ბრენდის წარმომავლობა და პროდუქტის დამზადების ადგილი ერთი და იგივეა.
R