ტელეწამყვანი და მსახიობი ნიკო ნანიტაშვილი ასევე შესანიშნავი მოცეკვავე და მომღერალია, რისი დემონსტრირების საშუალებაც ხშირად აქვს თავის შოუში. ახლა კი გადაწყვიტა, მშვენიერ ქალიშვილთან ერთად შეესრულებინა ცეკვა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ცნობილია, ნიკო გივი ბერიკაშვილის ქალიშვილის - მანანას სიძეა. ის და ანო წლებია ერთად არიან და ორ შვილს ზრდიან. ნიკო აქტიურად არის ჩართული შვილების აღზრდაში.
ნიკოს მონათხრობის თანახმად, თავად მას ასე არ გაუმართლა. მისი მშობლები ადრე დაშორდნენ.
"3 წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ, დედა ემიგრაციაში წავიდა, მამა სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი, თუმცა ბოლო წუთებში მის გვერდით ვიყავი"... - ყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში.