როცა ბავშვი არ სწავლობს და ცუდ შედეგებს იღებს, ეს მშობლისთვის სასოწარკვეთის მიზეზი ხდება. სწავლის მიმართ ინტერესის არ არსებობა და ცუდი აკადემიური მოსწრება შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. თუმცა არის გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გადადგათ, იმის მიუხედავად, რამდენად სპეციფიკურია თქვენი პრობლემა.
როგორ უნდა მიუდგეთ ბავშვის უსწავლელობას და რა უნდა სცადოთ პირველ რიგში:
- შეეცადეთ გაარკვიოთ პრობლემის მიზეზი - დაუსვით შეკითხვები, ყურადღებით მოუსმინეთ. შეიძლება კონკრეტულ საგანის ათვისება უჭირს, კონცენტრაციის პრობლემა ჰქონდეს, სულაც დემოტივაცია ან სხვა ფაქტორები გამოვლინდეს. ყველა შემთხვევაში, საუბარი უნდა სცადოთ და თქვენი მიგნება გააკეთოთ.
- განიხილეთ დამატებითი დახმარების საჭიროება - თუ საგანში ცამორჩენილია, დაიქირავეთ რეპეტიტორი ან თავად დაეხმარეთ მეცადინეობაში. თუ ატყობთ, რომ კონცენტრაციის და ათვოსების პრობლემაა - ფსიქოლოგი დაიხმარეთ და ნუ გადადებთ ამას უსასრულოდ იმ იმედით, რომ ყველაფერი თვიონ გამოსწორდება.
- შექმენით სწავლის ხელშემწყობი გარემო - მოუწყვეთ მშვიდი, წყნარი სამუშაო კუთხე სახლში, დაარეგულირეთ ტელევიზორისა და გაჯეტების დრო. ასევე იზრუნეთ, რომ ოჯახის წევრების ტელევიზორის ხმამაც არ შეაწუხოს ან ისეთმა მომენტებმა, რომლებიც ყურადღებას გაუფანტავს
- გაამხნევეთ და აგრძნობინეთ, რომ თქვენც სიტუაციის გამოსწორების დიდი იმედი გაქვთ - აჩვენეთ რომ გჯერათ მისი, აღნიშნეთ წარმატებები და მცირე პროგრესიც კი. ნელ-ნელა დაისახეთ მცირედი, მიღწევადი მიზნები.
- გამოიყენეთ წახალისება - დაპირდით მისთვის საყვარელ აქტივობებს, მიეცით სიმბოლური ჯილდოები წარმატებისთვის. თუმცა ნურასოდეს დასჯით.
- ეცადეთ დროის ეფექტურად განაწილებას - დასვენებისთვის, სპორტისა და გართობისთვის საკმარისი დრო გამოყავით. ნუ აგრძნობინეთ, რომ ეს ფაქტორები მეორეხარისხოვანია თქვენთვის. ზედმეტად დატვირთვა დამღლელია.
- იკონტაქტეთ მასწავლებლებთან - ისინიც რჩევებს მოგცემენ და პრობლემების მოგვარებაში მოგეხმარებიან.
- გამოიჩინეთ მოთმინება და მოთოკეთ ნერვები, რათა ზედმეტად არ დატუქსოთ და დასაჯოთ სწავლის გამო - ცვლილებები დროს მოითხოვს. მოთმინება, მხარდაჭერა და პოზიტიური დამოკიდებულება დაგეხმარებათ.
მთავარია, დაელაპარაკოთ და მოუსმინოთ ბავშვს, გაერკვეთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებში და ერთობლივად იმუშაოთ მის მოგვარებაზე. სათანადო გარემოს შექმნა, მხარდაჭერა და მოტივაცია ხელს შეუწყობს ბავშვს სწავლის უნარჩვევების გაუმჯობესებაში. მთავარია, აღიაროთ, რომ პრობლემა არსებობს, მისი გადაწყვეტის გზა აუცილებლად გამოჩნდება. ზემოჩამოთვლილი ნაბიჯები მხოლოდ დასაწყისია, რომლებიც დროულად უნდა გადადგათ.