"ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ამის შემდეგ ადგე ფეხზე და იცხოვრო, თურმე შეიძლება... საშა ამბობს, რომ საერთო ნერვული კავშირები გვაქვს" - ნინო ჩოგოვაძე წარსულსა და 50 წლის ასაკში შექმნილ ოჯახზე - მშობლები

"ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ამის შემდეგ ადგე ფეხზე და იცხოვრო, თურმე შეიძლება... საშა ამბობს, რომ საერთო ნერვული კავშირები გვაქვს" - ნინო ჩოგოვაძე წარსულსა და 50 წლის ასაკში შექმნილ ოჯახზე

2024-03-14 12:10:55+04:00

ცნობილი ონკოგინეკოლოგი,ნინო ჩოგოვაძენანუკას ჟორჟოლიანს გადაცემაში სტუმრობდა, სადაც პირველადისაუბრაგულახდილად წარსულზე და 50 წლის ასაკში შექმნილ ოჯახზე. ექიმმა კოლეგაზე, ცნობილ პლასტიკურ ქირურგზეალექსანდრე კალანტაროვზე31 დეკემბერს აშშ-ში, ლას ვეგასში იქორწინა.

ამბობს, რომ იყო დრო, როდესაც ვერ წარმოიდგენდა თუ ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა, მაგრამ დღეს ყველაფერი უკვე სხვანაირად არის... ბედნიერია და საკუთარ თავთან დარჩენილი თავს კომფორტულად გრძნობს...

ნინო ჩოგოვაძე:

- საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ, ძალიან ბევრ ქარტეხილებს გავუძელით არა მარტო მე, არამედ ჩვენმა თაობამ. დიდი პრობლემები გადავლახეთ და ბევრს მივაღწიეთ კარიერის თვალსაზრისით. ამას ნამდვილად უნდა ძალა, თვითდაჯერებულობა, შრომისმოყვარეობა და ოპტიმიზმი.

ბევრი მომენტი მქონია, როდესაც მივხვდი, რომ ძლიერი ვარ. ბავშვობიდან დავიწყებ, მამის ტრაგიკული დაღუპვა, რომელიც ჩემს თვალწინ მოხდა, ძალიან ცუდი პერიოდი გვქონდა მე და დედას, რომელიც ავადმყოფობდა ამ ავარიის შედეგად. ამას გავუმკლავდი, ეს ისე რაღაცნაირად მოვიტანეთ... პირველი გამოცდა იყო ეს, როდესაც დავრჩი მამის გარეშე, გოგოების განსაკუთრებული შემთხვევაა.

შემდეგ იყო პირად ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ამის შემდეგ ადგე ფეხზე და იცხოვრო. თურმე შეიძლება...

- როგორ იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყეთ?

- ჩემი შვილი, მინდოდა, რომ მას სცოდნოდა, ჰყავს კარგი, შემდგარი, წარმატებული დედა, და არა იმ იმიჯით, რასაც ბევრი ცდილობდა, რომ არასწორად მიეწოდებინათ ეს ინფორმაცია. ასევე დედაჩემი, რომელიც იყო საოცარი ქალი და ყოველთვის გვერდში მედგა და მინდოდა, როგორც ამაყობდა ისე ეამაყა ისევ, რომ ეთქვა კარგი შვილი ჰყავს. დედა რთული ქალი იყო, ამაყი, იშვიათად შეგაქებდა. ბოლოს რომ ამბობდა, რომ დედუ, შენ კარგი შვილი ხარ, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ასევე ყველა გვერდში მედგა ნათესავები, ახლობლები. მინდოდა არავის არასოდეს შევცოდებოდი, პირიქით, მე დავჭირვებოდი მათ, ეთქვათ, ნინო ყველასთვის საჭირო ადამიანია და შეუძლია გვერდში დგომა და აქეთ არ არის დასახმარებელი. არ მიყვარს როდესაც სიბრალული უჩნდებათ ადამიანის მიმართ. განაგრძეთ კითხვა