როგორც რუსული მედია იუწყება, 37 წლის მომღერალი და მისი ბიზნესმენი მეუღლე ლევ დენგოვი ისევ გახდებიან მშობლები. "დიახ, ქეთი ნამდვილად ორსულადაა, - ადასტურებს მომღერლის გარემოცვა,- ის და მისი ქმარი გეგმავდნენ კიდევ ერთ ბავშვს და ამიტომ, ორივეს ძალიან უხარია. ქეთი ორსულობის მეშვიდე თვეშია".
ოფიციალურად ქეთას არ დაუდასტურებია ორსულობა, თუმცა ბოლო თვეებია, საგულდაგულოდ მალავს მუცელს. ფოტოებზე ან ბავშვები ფარავენ დედის მუცელს, ან სამოსი აცვია ისეთი, რომ მუცელი არ ჩანს.
წყვილი ერთად ზრდის 3 წლის ადამს და გოგონა ოლივიას, ქეთის პირველი ქორწინებიდან. ლევს ასევე ჰყავს შვილები წინა ურთიერთობებიდან - ლეონიდი და შოშანა.