დილით, სამუშაო დღის დაწყებამდე ან საღამოს, საქმეების დასრულების შემდეგ, მშვიდ გარემოში სანთლის ანთება და მისი სასიამოვნო სურნელი ბევრი ჩვენგანისთვის ერთგვარი განტვირთვაა. ამასთან, დეკორატიული სანთლებით ინტერიერში სიმყუდროვისა და ელეგანტურობის შეტანა შეგვიძლია.
მნიშვნელოვანია, სანთელი, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა, მაღალი ხარისხის მასალისგან იყოს დამზადებული და ჰაერს კარცენოგენული ნივთიერებებით არ აბინძურებდეს.
დეკორატიული სანთლების მწარმოებელი ქართული კომპანიაWorld Candle-ისდამფუძნებლის, ნათია მახარაძის განმარტებით, მათ პროდუქტზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. სწორედ ამიტომ, მათი სანთლები „პალიტრა L-ის“ „ლიტბოქსშიც“ აღმოჩნდა და გამომწერებს საშუალება აქვთ, კითხვით განტვირთვის პროცესი უფრო სასიამოვნო გახადონ.
უფრო დეტალურად, რა უნდა ვიცოდეთ დეკორატიული სანთლების შესახებ და როგორ აღმოჩნდა ისინი „ლიტბოქსში“,World Candle-ისდამფუძნებელი ნათია მახარაძე საუბრობს:
- გემოვნება ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც აერთიანებს ყველა გემოვნების ადამიანს. პროფესიით ფილოლოგი გახლავართ. ყოველთვის მინდოდა ჩემი საქმიანობა დაკავშირებული ყოფილიყო მშვენიერებასთან, იმ სამყაროსთან, რომელსაც ვხედავთ ჩვენს გენიალურ ლიტერატურაში. სურნელოვანი სანთლების წარმოება დავიწყე სულ რაღაც ერთი წელია. თავიდან ამ ყველაფერს ჰობის სახე უფრო ჰქონდა. იდეა გაჩნდა ერთ მშვენიერ დღეს, როცა მოსწავლეებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ცისა ფერს“ ავუხსენი. ცისფრის ბარათაშვილისეული ახსნა-განმარტება, განცდა, ლექსით გამოწვეული ემოცია, ჩემი სანთლების მთავარ ჩანაფიქრად იქცა. თითოეული ხელნაკეთი ნივთი საკუთარ ინდივიდუალობას ქარგავს, ყველა სანთელი თავის ისტორიას ატარებს, გავაერთიანე ორი საყვარელი საქმე და გაჩნდა სასაჩუქრე ბარათებიც. გალაკტიონის ,,თოვლი“ ჩვენი თეთრ-იისფერი შეფუთვისა და ლოგოს წყარო გახდა.
- სანთლებს უკვე ბევრი კომპანია ამზადებს და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში კეთილსინდისიერება დაიცვა. ხარისხს გულწრფელი დამოკიდებულება განაპირობებს, არ უნდა მოტყუვდეს მომხმარებელი. უსაფრთხოების თვალსაზრისით, სოიას ცვილია ბევრად უსაფრთხო პროდუქტი, ვინაიდან პარაფინის მუდმივი გამოყენება ორგანიზმისათვის მავნებელია.თუმცა გეტყვით იმასაც, რომ დიდი ხანია სანთელმა სხვა დატვირთვა მიიღო, ბევრს უბრალოდ დეკორაციისთვის სჭირდება და არა დასანთებად.
- მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, გეთანხმებით. დაძაბული ცხოვრებისეული რიტმიდან გამომდინარე, ადამიანის გონება სიმშვიდეს და სულიერ ჰარმონიას ეძებს. ვისთვის ეს ქალაქგარეთ გასვლაა, ვისთვის იოგა, ვიღაცისთვის კიდევ ოჯახური იდილია და სიმყუდროვე. სანთელი ერთგვარი თერაპიაა, მშვენიერებაა, ზოგადად, სიმშვიდის მომტანი. ჩვენს ბრენდზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მომხმარებლისთვის გასაგებია ჩვენი გზავნილი, შეგვექმნა რაღაც განსხვავებული. მომხმარებლები სხვადასხვა ფორმის სანთელს თავიანთი ინტერესების შესაბამისად გვიკვეთავენ.
გვიამბეთ თქვენი ისტორია, გვიამბეთ, რა გიყვართ... ჩვენ დაგიმზადებთ მოგონებებს...
- ეს იყო ყველაზე სასიხარულო რამ, რაც კი მომხდარა ბოლო პერიოდისთვის. ლიტერატურულ ყუთში ჩემი სანთლების დამატება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მარკეტინგი. მინდა, სხვანაირად დავანახო ადამიანებს ლიტერატურის სიღრმეები, ის, რომ მისი მთავარი აღმოჩენა არის სული. ,,პალიტრა L-ის“ პროექტები შესანიშნავია ნამდვილად. ის, რომ გამომცემლობა კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, უამრავი ახალგაზრდაა უკვე წიგნით ხელში და თუ ჩვენც ამ ძვირფასი საქმის ნაწილი გავხდებით, უმნიშვნელოვანესია.
- უმოკლეს დროში ჩვენ ვგეგმავთ გაფართოებას, პროექტებს, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან მოსწავლეები. დაველოდოთ მოვლენებს. სიახლეების შესახებ მომხმარებლები ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით შეიტყობენ.
R