კარგი ჯანმრთელობის საიდუმლო ჯერ ექიმებისთვისაც ბოლომდე ცნობილი არ არის. თუმცა იმისათვისა, რომ ბავშვი ჯანმრთელი გავზარდოთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არსებობს.
მუცლად ნაყოფის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ამჯერად ჩვენი სტატიის თემა არ არის, სამაგიეროდ, აგიხსნით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უკვე დაბადებული ბავშვის სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე:
არსებობს რამდენიმე საერთო სიმპტომი, რომლებიც მშობიარობის დროს ფარულ დაზიანებებზე მიუთითებს და ეს არ უნდა გამოგეპაროთ,
თუ ბავშვს ღამით კარგად არ სძინავს, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თავის ტვინის ღეროში მდებარე ძილის ცენტრი არასაკმარისად მარაგდება სისხლით და ცუდად ფუნქციონირებს. დრო გადის, ბავშვი იზრდება, სამყარო ტაქტილური შეგრძნებებით უნდა შეისწავლოს,ნატიფი მოტორული უნარების დახმარებით კი შემეცნებითი უნარები განივითაროს, მაგრამ თუ ადგილი აქვს სისხლის ნაკადის დარღვევას, ფსიქომოტორული განვითარება შეფერხდება, თუმცა არა ძალიან თვალსაჩინოდ. ასეთმა ბავშვმა შეიძლება დაგვიანებით დაიწყოს ლაპარაკი. სხვათა შორის, ესეც ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ნიშანია! თუ თქვენი შვილი ერთი წლისა და ორი თვის შემდეგ „დედას“ ან „მამას“ ვერ ამბობს, თუ ორი წლის ასაკში წინადადებას ვერ წარმოთქვამს, ეს შეიძლება ნეიროგანვითარების შეფერხებაზე მიუთითებდეს.
ამიტომ დიდი ყურადღება მიაქციეთ ძილს, მადას, დროულად ფეხის ადგმას, დროულად ალაპარაკებს.
თუ დროულად არ გაივლის ან ლაპარაკს არ დაიწყებს, საჭიროა განგაში? ამ დროს თავს ვიმშვიდებთ, რომ „ადრე თუ გვიან, გაივლის“ და „ადრე თუ გვიან, ალაპარაკდება“. დიახ, ის კიდეც გაივლის და კიდეც ილაპარაკებს, მაგრამ რა პრობლემებს გამოიწვევს ეს? დაგვიანებით დაწყებულ საუბარს კითხვის გვიან სწავლა და სწავლის პროცესში გარკვეული შეფერხებები მოჰყვება. ამიტომ, უმჯობესია, თავიდანვე შეამოწმოთ, როცა პრობლემების გამოსწორება უფრო ადვილია და უფრო დიდ პრობლემებს სულაც აიცილებთ თავიდან.
ეს არის უმოქმედობა ეკრანის, კომპიუტერული თამაშების და სოციალური ქსელების გადაჭარბებული მოხმარების გამო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 11-დან 17 წლამდე მოზარდებში ფიზიკური აქტივობის დონის კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა თაობის აქტივობის გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კვლევის ავტორების თქმით, წინასასკოლო ასაკში გოგონების 85%-ს და ბიჭების 78%-ს ფიზიკური აქტივობის დონე რეკომენდებულზწ დაბალი აქვთ.
Რა თქმა უნდა, არის. კლინიკური კვლევები წლების განმავლობაში ათიათასობით ბავშვზეა ჩატარებული, რითაც დასტურდება, რომ უმეტეს შემთხვევაში, დაბალი აკადემიური მოსწრების სინდრომი არ არის თანდაყოლილი ფაქტორი. ეს 60 მილიარდი ცერებრალური ნეირონის ცუდი ფუნქციონირების შედეგია, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სწორედ მშობიარობისას მიღებულ ფარულ დაზიანებებთან, სტრესთან და ფიზიკურ უმოქმედობასთან.
აკონტროლეთ თქვენი შვილების განვითარება, ქცევა და სწავლა. ყოველივე ამის ფონზე, მზარდ ორგანიზმში ბევრი პრობლემის გამოსწორება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე უკვე მოწიფულ სხეულში. და, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვების ფიზიკურ აქტიურობას.