ნუტრიენტებით მდიდარი საუზმე მოზარდის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელია. გემრიელი, ნოყიერი და საკვები ნივთიერებებით გაჯერებული საუზმე უზრუნველყოფს ენერგიის დონის შენარჩუნებას, ამავდროულად, ბავშვის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის ჩამოყალიბებას.
საუზმე როგორც ზრდასრული, ასევე მოზარდი ადამიანის ცხოვრებაში ჯანმრთელობისა და ენერგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. დღის საუზმით დაწყება ააქტიურებს მეტაბოლიზმს, ავსებს ბავშვის ორგანიზმს საჭირო კალორიებით და უზრუნველყოფს იმ აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღებას, როგორებიცაა: ცილები, უჯრედისი, ვიტამინები და მინერალები. აღნიშნული ნივთიერებები მნიშვნელოვანია ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობისთვის და ზრდა-განვითარებისთვის. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც საუზმეს მიირთმევენ, ნაკლებად არიან მიდრეკილნი ჭარბი წონისკენ.
ჯანსაღი საუზმის უპირატესობები:
საუზმის მიღებას ბევრი სარგებელი მოაქვს ბავშვებისთვის, მათ შორის:
იმისთვის, რომ ბავშვებმა დილა საუზმით სიამოვნებით დაიწყონ, მნიშვნელოვანია მომზადების პროცესში მათი ჩართულობა. წაახალისეთ სხვადასხვა კრეატიული ექსპერიმენტებით სამზარეულოში, მიეცით ბავშვს საშუალება აირჩიოს საყვარელი ინგრედიენტები.
გთავაზობთ ხუთ რეცეპტს, რომლებიც დაგემოვნებისთანავე გახდება ბავშვების საყვარელი საუზმე.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ჩაასხით რძე ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ შვრიის ფანტელი და შეამცირეთ ცეცხლი.
მოხარშეთ შვრია 5-7 წუთის განმავლობაში, დარბილებამდე. პერიოდულად ურიეთ. დაუმატეთ დასრესილი ბანანი, დაჭრილი ნიგოზი, თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი და დარიჩინი. ურიეთ იქამდე, სანამ ინგრედიენტები კარგად არ შეერევა შვრიის ფაფას.
შეგიძლიათ დაასერვიროთ დაჭრილი ბანანითა და თხილეულით.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გახუხეთ პურის ნაჭრები ტოსტერში ან ტაფაზე. თითოეულ ნაჭერზე გადაუსვით დასრესილი ავოკადო, მოაყარეთ მარილი. დაჭერით ავოკადოს ტოსტი „ჯარისკაცებად“ ან ზოლებად, რომელსაც ბავშვი სიამოვნებით მიირთმევს ჩერი პომიდორთან და მოხარშულ კვერცხთან ერთად.
ეს საუზმე ნამდვილად სავსეა ცილებით, ჯანსაღი ცხიმებითა და უჯრედისით.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ბერძნულ იოგურტში აურიეთ კუბიკებად დაჭრილი კივი, გრანოლა ან მიუსლი.
სურვილისამებრ შეგიძლიათ ფენებად მოასხათ თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი. შემდეგ ისევ ცალკე ფენად დაამატეთ იოგურტი, კივი და გრანოლა ან მიუსლი. გაიმეორეთ ეს ფენები იქამდე, სანამ თასი არ გაივსება.
დაასერვირეთ კივით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. მსგავსი სერვირებით მომზადებულ საუზმეს ნებისმიერი ბავშვი სიამოვნებით მიირთმევს.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთს შემდეგი ინგრედიენტები: დასრესილი ბანანი, კვერცხი, შვრია, დაჭრილი ნუში, დარიჩინი და ვანილის ექსტრაქტი.
გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე და მსუბუქად წაუსვით ზეთი. ტაფაზე დაასხით მცირე რაოდენობით ბლინის ცომი, თითოეული ბლინისთვის გამოიყენეთ დაახლოებით 1/4 ჭიქა.
შეწვით ბლინები თითოეულ მხარეს 2-3 წუთის განმავლობაში.
მომზადებული ბლინები დაასერვირეთ ნეკერჩხლის სიროფითა და დაჭრილი ბანანით.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, შვრია, დაჭრილი თხილეული, ჩირეული, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი. ცალკე თასში ჩანგლით დასრისეთ ბანანი, დაუმატეთ თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი, რძე, კვერცხი და კარგად შეურიეთ. გააერთიანეთ მშრალი და სველი ინგრედიენტები, დაუმატეთ მოხარშული კინოა და თანაბრად გადაანაწილეთ ცომში.
მოათავსეთ ცომი ცხიმწასმულ მაფინის ფორმებში, შეავსეთ ფორმის დაახლოებით ¾ ნაწილი და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
კინოას მაფინები სავსეა ცილებით, ბოჭკოთი და სხვა ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.
სტატიაში განხილული 5-ვე საუზმე ბავშვებისთვის ჯანსაღი და ენერგიული დღის საწყისია. რეცეპტში გამოყენებული პროდუქტები სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვის ზრდა-განვითარებას.
აღნიშნული პროდუქტების მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“, რომელიც მომხმარებელს 250 - მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
R