ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ მომღერალი ქეთა თოფურია, რომელიც მესამე შვილს ელოდება, ორსულობას საგულდაგულოდ მალავდა. ფოტოებზე ან დიდი სამოსის ქვეშ იმალებოდა მუცელი, ან ბავშვები ფარავდნენ.
თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, აღარ დამალოს და "ვარსკვლავების ფაბრიკის" მორიგ კონცერტზე გამოჩნდა თეთრი ტანზე მომდგარი კაბით და პიჯაკით, სადაც კარგად ჩანდა მისი უკვე კარგად წამოზრდილი მუცელი. რუსულ პრესას თუ დავუჯერებთ, ქეთა უკვე მე-7-მე-8 თვეშია და მალე გახდება მესამე შვილის დედა.