სამყაროში ალბათ არ მოიძებნება მეორე ადამიანი, რომელიც საკუთარი ცხოვრების შესახებ მემუარებს კბილებს შორის ჯოხზე მიმაგრებული კალმით, კლავიატურაზე კრეფდეს. და ეს ამბავი განუმეორებელიპოლ ალექსანდრისცხოვრების მხოლოდ ერთი თავია.
6 წლის ასაკში, როდესაც ექიმებმა მას პოლიომიელიტის დიაგნოზი დაუსვეს და როდესც ყელს ქვემოთ მეტალის ცილინდრის ფორმის მოწყობილობაში მოათავსეს, ალბათ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მომავალში იურისტი, ავტორი და კამპანიის მონაწილე გახდებოდა.
ადამიანმა ზედმეტსახელად "პოლიომიელითი პოლი" ან "ადამიანი რკინის ფილტვებით", რკინის ყუთში, რომელიც ბევრს ერთი შეხედვით წყალქვეშა ნავსაც მოაგონებდა, შვიდი ათეული წელი გაატარა.საბოლოოდ კი 11 მარტს მშობლიურ ქალაქ დალასში, ტეხასის შტატში, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პოლ ალექსანდრი 1946 წელს დაიბადა. 6 წლის ასაკში მოულოდნელად ის ავად გახდა - მას ჰქონდა ცხელება, თავისა და კისრის ტკივილთან ერთად. ოჯახის ექიმმა დედამისს ურჩია, სახლში მკურნალობა გაეგრძელებინა, რადგან საავადმყოფოები პოლიომიელიტით დაავადებული პაციენტებით იყო სავსე. მაგრამ რამდენიმე დღეში მან მეტყველებისა და ყლაპვის უნარი დაკარგა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ბავშვს პოლიომიელიტისდიაგნოზი დაუსვეს - მაღალინფექციური დაავადების, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებს.
ბავშვის სიცოცხლე ალბათ დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რომ არა მეორე ექიმი, რომელმაც მას ექსტრემალურ პირობებში ტრაქეოტომია ჩაუტარა და ფილტვები გაუსუფთავა. თუმცა, ეს იყო საშინელი ახალი რეალობა, როდესაც პოლმა მეტალის მანქანაში გაიღვიძა და არც გატოკება და არც საუბარი არ შეეძლო. მის გარშემო კი, 18 თვის განმავლობაში უამრავი მისნაირი ბავშვი იყო. როგორც პოლმა მოგვიანებით გაიხსენა, ეს პერიოდი განსაკურებით რთული იყო მის ცხოვრებაში, რადგან როგორც კი ვინმეს დაუმეგობრდებოდა, ის კვდებოდა. განაგრძეთ კითხვა