ეს ფრაზები ხშირად უნდა უთხრათ გოგონებს, რომ ბედნიერები გაიზარდონ - მშობლები

ეს ფრაზები ხშირად უნდა უთხრათ გოგონებს, რომ ბედნიერები გაიზარდონ

2024-03-18 07:01:44+04:00

ყოველდღიურ ცხოვრებაში ვრწმუნდებით, რომ გოგონებს საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერება განსაკუთრებულად სჭირდებათ. ეს ყველაფერი კი აღზრდის პროცესში ყალიბდება. წარმოგიდგენთ 10 ფრაზას, რომელიც გოგონებს ხშირად უნდა უთხრათ, რომ ბედნიერები, ლაღები და ძლიერები გაიზარდონ.

  1. რა ბედნიერები ვართ, რომ შენ გვყავხარ.

ეს მხოლოდ სიტყვები არ უნდა იყოს. მშობლები ამას ქცევითაც უნდა გამოხატავდნენ – ერთად ატარებდნენ დროს, ინტერესს იჩენდნენ იმის მიმართ, რაც მათი გოგოსთვის მნიშვნელოვანია და ანუგეშებენ, როცა მას სტკივა ან ეშინია. იცით, ფსიქოლოგთან შეხვედრისას რამდენი ზრდასრული გოგონა ცდილობს იმ სიყვარულის შევსებას, რომელიც ბავშვობაში დააკლდა?

  1. შენი გრძნობები და სურვილები ჩვენთვის მნიშვნელოვანია

როცა გოგონა ხედავს, რომ მის გრძნობებს ანგარიშს უწევენ, მასში ყალიბდება რწმენა, რომ მნიშვნელოვან ადამიანად თვლიან და ყველა გვერდით დაუდგება, თუ რამე გაუჭირდება.

  1. შენი ფასი შენს წარმატებებზე და მიღწევებზე არ არის დამოკიდებული

განვითარება და გაუმჯობესება მშვენიერია, მაგრამ სიყვარულის მოსაპოვებლად არ არის აუცილებელი, საუკეთესო იყოთ საუკეთესოთა შორის; რა ცხოვრებისეულ დასკვნას აკეთებს გოგონა ასეთი გზავნილიდან? ”მე კარგი ადამიანი ვარ მაშინაც კი, თუ რაღაც არ გამომივიდა ან შეცდომა დავუშვი. და იმისთვის, რომ თავი ღირსეულად ვიგრძნო, არ მჭირდება სხვების აღიარება ან მათთვის რამის დამტკიცება.” ამას თვითშეფასება ჰქვია.

  1. მე მჯერა შენი.

როცა მშობლის პოზიცია ასეთია, პირველ რიგში ის გოგონას დამოუკიდებლობასა და თავდაჯერებულობას შთააგონებს: „ მე არ ვარ უმწეო, შემიძლია თავად ვმართო ჩემი ცხოვრება, შემიძლია მოვაგვარო ჩემთვის მნიშვნელოვანი პრობლემები და ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით“.

  1. შენი სხეული მხოლოდ შენ გეკუთვნის

უფრო კონკრეტულად კი უნდა უთხრათ: „შენ იზრდები, შენი სხეული იცვლება, ეს ბუნებრივია და ყველას ემართება. არავის აქვს უფლება, გააკრიტიკოს ან რაიმე ავნოს მას. ვერავინ შეეხება შენს სხეულს, თუ ეს დისკომფორტს გიქმნის. არასასურველ შეხებაზე შეგიძლიათ ცალსახად თქვა "არა, არ მომწონს, შეწყვიტე!" და თუ დაგჭირდა, დახმარებაც ითხოვე.“

6. „არას“ და „არ მომწონს“ თქმა ნორმალურია

ყველა მშობელს სურს, რომ მისი გოგონა უსაფრთხოდ გაიზარდოს, არ მოექცეს სხვების გავლენის ქვეშ და, რომ გაიზარდოს, უარი თქვას ცუდ კომპანიაზე, ნარკოტიკებზე, ცუდ სამუშაო პირობებსა და ტოქსიკურ ურთიერთობებზე. ამისათვის მან უნდა იცოდეს, რომ აქვს პროტესტის გამოთქმის უფლება. მას აქვს უფლება არ სურდეს რაღაც, არ დაეთანხმოს რაღაცას. გოგონა ამ გამოცდილებას ძირითადად ოჯახში იღებს და ეს ეხმარება, საჭიროების შემთხვევაში, დაიცვას თავი.

  1. მშობლების პრობლემები შენი ბრალი არ არის

„შენი ბრალი არ არის, რომ ჩვენ, მშობლები, ვკარგავთ მოთმინებას, ვბრაზდებით, ვჩხუბობთ. ზოგჯერ თავს ცუდად, სევდიანად, უიმედოდ ვგრძნობთ. ჩვენ დიდიები და გამოცდილები ვართ და ყველაფერს მოვაგვარებთ. ” - ამ სიტყვებით ბავშვებს ზედმეტ ემოციურ ტვირთს ვაშორებთ.

  1. დიდებიც უშვებენ შეცდომებს, ვწუხვარ, რომ ეს მოხდა.

ამით ბავშვი გააცნობიერებს, რომ მასაც აქვს არასრულყოფილების უფლება, რომ Არავინაა იდეალური. სხვათა შორის, მშობლებისგან უსამართლოდ მიყენებული წყენის შემდეგ ერთადერთი, რაც გაზრდილ შვილებს სჭირდებათ, სწორედ აღიარებაა, რომ უსამართლოდ მოექცნენ.

  1. იყავი ისეთი, როგორიც ხარ!

„შენ სრულიად უნიკალური ადამიანი ხარ – უნიკალური გარეგნობით, თვისებებით, ოცნებებით.“ - ეს არის გზავნილის პირველი ნაწილი. და მეორე: „მიმოიხედე გარშემო. ირგვლივ ყველა ადამიანი ასევე უნიკალურია. მათ აქვთ საკუთარი გრძნობები, საკუთარი საჭიროებები, საკუთარი გემოვნება, საკუთარი ოცნებები. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია „

  1. მიყვარხარ!

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა. "მიყვარხარ, რაც არ უნდა მოხდეს. მიყვარხარ ყოველთვის, შეცდომას უშვებ თუ იმარჯვებ, წარმატებას აღწევ თუ მარცხდები“ - ეს გზავნილი ყველაფერი სიყვარულით იწყება. ის, ვისაც სიყვარულით უყურებენ, სხვების საყვარელი ხდება. და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე.