ყოველდღიურ ცხოვრებაში ვრწმუნდებით, რომ გოგონებს საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერება განსაკუთრებულად სჭირდებათ. ეს ყველაფერი კი აღზრდის პროცესში ყალიბდება. წარმოგიდგენთ 10 ფრაზას, რომელიც გოგონებს ხშირად უნდა უთხრათ, რომ ბედნიერები, ლაღები და ძლიერები გაიზარდონ.
ეს მხოლოდ სიტყვები არ უნდა იყოს. მშობლები ამას ქცევითაც უნდა გამოხატავდნენ – ერთად ატარებდნენ დროს, ინტერესს იჩენდნენ იმის მიმართ, რაც მათი გოგოსთვის მნიშვნელოვანია და ანუგეშებენ, როცა მას სტკივა ან ეშინია. იცით, ფსიქოლოგთან შეხვედრისას რამდენი ზრდასრული გოგონა ცდილობს იმ სიყვარულის შევსებას, რომელიც ბავშვობაში დააკლდა?
როცა გოგონა ხედავს, რომ მის გრძნობებს ანგარიშს უწევენ, მასში ყალიბდება რწმენა, რომ მნიშვნელოვან ადამიანად თვლიან და ყველა გვერდით დაუდგება, თუ რამე გაუჭირდება.
განვითარება და გაუმჯობესება მშვენიერია, მაგრამ სიყვარულის მოსაპოვებლად არ არის აუცილებელი, საუკეთესო იყოთ საუკეთესოთა შორის; რა ცხოვრებისეულ დასკვნას აკეთებს გოგონა ასეთი გზავნილიდან? ”მე კარგი ადამიანი ვარ მაშინაც კი, თუ რაღაც არ გამომივიდა ან შეცდომა დავუშვი. და იმისთვის, რომ თავი ღირსეულად ვიგრძნო, არ მჭირდება სხვების აღიარება ან მათთვის რამის დამტკიცება.” ამას თვითშეფასება ჰქვია.
როცა მშობლის პოზიცია ასეთია, პირველ რიგში ის გოგონას დამოუკიდებლობასა და თავდაჯერებულობას შთააგონებს: „ მე არ ვარ უმწეო, შემიძლია თავად ვმართო ჩემი ცხოვრება, შემიძლია მოვაგვარო ჩემთვის მნიშვნელოვანი პრობლემები და ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით“.
უფრო კონკრეტულად კი უნდა უთხრათ: „შენ იზრდები, შენი სხეული იცვლება, ეს ბუნებრივია და ყველას ემართება. არავის აქვს უფლება, გააკრიტიკოს ან რაიმე ავნოს მას. ვერავინ შეეხება შენს სხეულს, თუ ეს დისკომფორტს გიქმნის. არასასურველ შეხებაზე შეგიძლიათ ცალსახად თქვა "არა, არ მომწონს, შეწყვიტე!" და თუ დაგჭირდა, დახმარებაც ითხოვე.“
ყველა მშობელს სურს, რომ მისი გოგონა უსაფრთხოდ გაიზარდოს, არ მოექცეს სხვების გავლენის ქვეშ და, რომ გაიზარდოს, უარი თქვას ცუდ კომპანიაზე, ნარკოტიკებზე, ცუდ სამუშაო პირობებსა და ტოქსიკურ ურთიერთობებზე. ამისათვის მან უნდა იცოდეს, რომ აქვს პროტესტის გამოთქმის უფლება. მას აქვს უფლება არ სურდეს რაღაც, არ დაეთანხმოს რაღაცას. გოგონა ამ გამოცდილებას ძირითადად ოჯახში იღებს და ეს ეხმარება, საჭიროების შემთხვევაში, დაიცვას თავი.
„შენი ბრალი არ არის, რომ ჩვენ, მშობლები, ვკარგავთ მოთმინებას, ვბრაზდებით, ვჩხუბობთ. ზოგჯერ თავს ცუდად, სევდიანად, უიმედოდ ვგრძნობთ. ჩვენ დიდიები და გამოცდილები ვართ და ყველაფერს მოვაგვარებთ. ” - ამ სიტყვებით ბავშვებს ზედმეტ ემოციურ ტვირთს ვაშორებთ.
ამით ბავშვი გააცნობიერებს, რომ მასაც აქვს არასრულყოფილების უფლება, რომ Არავინაა იდეალური. სხვათა შორის, მშობლებისგან უსამართლოდ მიყენებული წყენის შემდეგ ერთადერთი, რაც გაზრდილ შვილებს სჭირდებათ, სწორედ აღიარებაა, რომ უსამართლოდ მოექცნენ.
„შენ სრულიად უნიკალური ადამიანი ხარ – უნიკალური გარეგნობით, თვისებებით, ოცნებებით.“ - ეს არის გზავნილის პირველი ნაწილი. და მეორე: „მიმოიხედე გარშემო. ირგვლივ ყველა ადამიანი ასევე უნიკალურია. მათ აქვთ საკუთარი გრძნობები, საკუთარი საჭიროებები, საკუთარი გემოვნება, საკუთარი ოცნებები. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია „
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა. "მიყვარხარ, რაც არ უნდა მოხდეს. მიყვარხარ ყოველთვის, შეცდომას უშვებ თუ იმარჯვებ, წარმატებას აღწევ თუ მარცხდები“ - ეს გზავნილი ყველაფერი სიყვარულით იწყება. ის, ვისაც სიყვარულით უყურებენ, სხვების საყვარელი ხდება. და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე.