2000 წელს,ქეთი მერკვილაძეპოპულარული ადამიანების რეიტინგში პრეზიდენტის შემდეგ, მეორე ადგილზე გავიდა. მისი სიმღერები ყველგან ისმოდა, მისი პირველი ალბომი კი მილიონი ეგზემპლარით გაიყიდა. გავიდა წლები, იშვიათად, მხოლოდ სატელევიზიო გადაცემებში ჩნდება. მუსიკაზე უარი არ უთქვამს, თუმცა კარიერაში ხანგრძლივი პაუზა აქვს.
ახლა დროს ოჯახს, მეუღლესა და შვილს უთმობს. ბედნიერია, რომ ხალხი დღემდე ცნობს, ახსოვთ და უყვართ...
- დიახ, დრო გავიდა და ცხოვრების სხვა ეტაპი დაიწყო. რაც მთავარია, იმ პერიოდმა მომიტანა ხალხის სიყვარული, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ. შოუბიზნესში დარჩენა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. როდესაც სიმღერას ვიწყებდი, ის პროფესიად არ მქონია არჩეული, პოპულარობამ და დროის დეფიციტმა არ დამიტოვა დრო სხვა საქმისთვის. მეორე პროფესიით, კლიპების რეჟისორი ვარ, კლიპმეიკერი. ახლა ჩემი ცხოვრება ძირითადად მოცულია ჩემი ოჯახით, ასევე სამსახურით. ბავშვებთან ვმუშაობ, მაქვს მუსიკალური წრე. მუსიკასთან მაინც დაკავშირებული ვარ.
- ასე ვამბობ.?.. ეს ხუმრობით. რთულია ქართველი მამაკაცისთვის, როდესაც მეუღლე სახლიდან მუდმივად გასულია. როდესაც რომელიმე პროფესიას ემსახურები. კარგად რომ გააკეთო, ამისთვის მაქსიმუმი გჭირდება, მით უმეტეს, როდესაც შოუბიზნესში ხარ. ეს არის მუდმივი მუშაობის პროცესი, სიმღერები, სტუდია, ტელევიზია, ინტერვიუები, გასტროლები, საღამოები. ფაქტობრივად, სახლში მხოლოდ დასაძინებლად მიდიხარ. ასეც იყო, როდესაც აქტიურად ვიყავი შოუბიზნესში, მე და მამა გვიან მოვდიოდით სახლში. ის ჩემი პროდიუსერი იყო.
მეუღლეს ასეთი პირობა არ წაუყენებია ჩემთვის. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ძირითად დროს ოჯახს დავუთმობდი. გადაცემებში, შოუებში ახლაც მივდივარ თუ რა თქმა უნდა, თემა მომწონს. განაგრძეთ კითხვა