"ხუთი დედმამიშვილი ვართ... მე და ჩემს ძმას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მეწყინა ცუდი კომენტარები" - რატომ არ დაანება სვანმა ძმამ თაიგულის დაჭერა დას და რას ამბობს მოდელი და-ძმა პოპულარულ ვიდეოზე - მშობლები

"ხუთი დედმამიშვილი ვართ... მე და ჩემს ძმას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მეწყინა ცუდი კომენტარები" - რატომ არ დაანება სვანმა ძმამ თაიგულის დაჭერა დას და რას ამბობს მოდელი და-ძმა პოპულარულ ვიდეოზე

2024-03-18 17:24:05+04:00
რატომ არ დაანება სვანმა ძმამ თაიგულის დაჭერა დას, რა მოხდა სინამდვილეში?! მოდელმა და-ძმამ - იკა და მარიამ ვიბლიანებმა ინტერნეტ-სივრცე დაიპყრეს!
"ხალხს ისეთი წარმოდგენა გაუჩნდა, რომ უხეში მზერა მქონდა... მაგრამ გამიკვირდა, იქ რომ დავინახე. მერე გავიგე, რომ ჩემს დას, მეგის გამოუშვია, რომ ეს ყვავილი დაეჭირა... არ გავბრაზებულვარ ნეგატიურ კომენტარებზე..." - ამბობს იკა.
"მე და ჩემს ძმას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მეწყინა ცუდი კომენტარები, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ძმა..." - დასძენს მარიამი.
ცოტა ხნის წინ მათ შესახებ ასევე ისაუბრა მათმა დამ, რომელიც ჩინეთში ცხოვრობს და წარმატებით საქმიანობს. იქვე აპირებს გამგზავრებას მალე იკა.
გაიცანით და-ძმა ვიბლიანები, რომელთა ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა - რა მოხდა რეალურად ქორწილში და რა ბედი ეწია თაიგულს, რომლის დასაჭერადაც გოგონა ემზადებოდა