სანამ ბავშვი თინეიჯერად იქცევა, მშობლები ძალიან ბევრი შეცდომის დაშვებას ასწრებენ. ბავშვი, დიდი ალბათობით, ამ შეცდომების უმეტესობას ვერც შეამჩნევს. სამაგიეროდ, მოზარდი არაფერს „შეგარჩენთ“ - არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დახუჭავს თვალს თქვენს შეცდომაზე და ბევრჯერ წამოგაძახებთ, თუ რა საშინელი მშობელი ხართ.
წრმოგიდგენთ მშობლის 6 ყველაზე გავრცელებული შეცდომას, რომლებსაც შეიძლება მომავალში ძალიან რთული შედეგები მოჰყვეს მოზარდს. სერიოზულად მოეკიდეთ ამ ჩამონათვალს და გვერწმუნეთ, მომავალში თქვენს შვილს არაფერი ექნება ფსიქოთერაპევტისთვის სათქმელი.
თინეიჯერები ხშირად აღმოჩნდებიან ისეთ სიტუაციებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ. შეცდომებსაც ხშირად უშვებენ. ყველაფრის მიუხედავად, მოზარდს ყოველთვის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მშობელი გაუგებს და ზურგს არ აქცევს მას.
თქვენ მისთვის უსაფრთხო თავშესაფარი უნდა იყოთ, სადაც ყოველგვარი „თუ“ და „მაგრამების“ გარეშე მიიღებენ.
ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დღის ან ღამის ნებისმიერ დროს მოვა სახლში ისე, რომ დამსჯელი სიტყვების მოსმენა არ მოუწევს.
მნიშვნელოვანია, დროულად გაიგოთ, რომ თქვენ აღარ ხართ თქვენი ბავშვისთვის სამყაროს ცენტრი. გინდათ თუ არა, თქვენი მოზარდი თავის გზას გაუყვება.
თუ არ გაუშვით და არ მიეცით საშუალება, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს, დამოკიდებულ, უსუსურ ზრდასრულ ადამიანს მიიღებთ, რომელიც ყოველთვის გისაყვედურებთ და თავის წარუმატებლობაში დაგადანაშაულებთ.
რა თქმა უნდა, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველა ეს თინეიჯერული პრობლემა სისულელეა თქვენს წინაშე არსებულ ამოცანებთად შედარებით, მაგრამ სიტყვები „გგონია პრობლემა გაქვს? აბა ერთი ოჯახის რჩენა და იპოთეკის გადახდა სცადე!” - რბილად რომ ვთქვათ, არაეფექტურია.
არასოდეს უთხრათ თქვენს მოზარდს, რომ ზედმეტად ართულებს და ადრამატულებს პრობლემას, თუნდაც ასე ფიქრობდეთ. გამოიჩინეთ თანაგრძნობა და შეეცადეთ გაიხსენოთ, თავად რას განიცდიდით მსგავს სიტუაციაში თინეიჯერობის დროს.
რაც არ უნდა მოხდეს თქვენ ყოველთვის მის გვერდით უნდა იყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თქვენი შვილი ყოველთვის მართალი იქნება. მან უბრალოდ უნდა იცოდეს, რომ თქვენ დაუჭერთ მხარს, დაეხმარებით და იქნებით მის გვერდით ნებისმიერ სიტუაციაში. თუმცა ისე ნუ დაუხატავთ სიტუაციას, რომ მას არაფერი შეშლია. მიუთითეთ, სად დაუშვა შეცდომა.
შეიძლება საშინლად გაღიზიანდეთ თქვენი შვილის ქცევა და ჩაცმულობა, მაგრამ მოგიწევთ შეგუება. ის განზრახ არ გაბრაზებთ - უბრალოდ, მისი სხეული და ტვინი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და სამყარო უკვე ბევრს ითხოვს მისგან. ის კი ცდილობს როგორმე გაუმკლავდეს ამ ყველაფერს - გვერწმუნეთ, ეს მისთვის საკმაოდ ძნელია.
რა თქმა უნდა, რთულია უყურო, თუ რა უცნაურ, პირქუშ არსებად გადაიქცა ყურსასმენებში ჩამძვრალი ოდესღაც საყვარელი, მხიარული ბავშვი, მაგრამ საკმარისია საკუთარ თავს უთხრა „ეს კიდევ ერთი ეტაპია, გაივლის. ” - და ეს ბევრად უფრო ადვილი გახდება.
რაც არ უნდა რთული იყოს თქვენი შვილის გარდატეხის ასაკი, გახსოვდეთ - ეს სასწაულებისა და აღმოჩენების დროა, რომელიც აუცილებლად წარსულში დარჩება - ისევე, როგორც თქვენი მშობლური ცხოვრების სხვა რთული პერიოდები: კოლიკა, კბილების ამოღება, ისტერიკა, ორი, სამი, ოთხი წლის კრიზისი. დრო ისე სწრაფად გავიდა, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწარით. დღეს კი ოცნებობთ, ერთი დღით მაინც დაგაბრუნათ იმ დროში.