მშობიარობიდან ერთი კვირის შემდეგ ქეთი ხატიაშვილი ვარჯიშებს დაუბრუნდა - "ორგანიზმი მთხოვს ვარჯიშს..." - მშობლები

მშობიარობიდან ერთი კვირის შემდეგ ქეთი ხატიაშვილი ვარჯიშებს დაუბრუნდა - "ორგანიზმი მთხოვს ვარჯიშს..."

2024-03-20 13:52:16+04:00

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი ერთი კვირის წინ მეორედ გახდა დედა. მისი ვაჟი ილია დღეს 7 დღისაა და როგორც ქეთი ამბობს, უკვე ორგანიზმი სთხოვს ვარჯიშს და დაუბრუნდა საყვარელ საქმიანობას.

"ყველა მოძრაობა გავიმეოროთ 8-8 ჯერ და ერთი წრე საკმარისია. ვისაც საკეისრო გაქვთ გაქვთ გაკეთებული აქაც გიპასუხებთ, რომ ექიმის რეკომენსაციის გარეშე ნუ ივარჯიშებთ.ეხლა ილიას შემდეგ ძილს დაველოდები, ახალი ამბების ჩასაწერად. დროებით", - წერს ქეთი, რომელსაც ორსულობის განმავლობაშიც არ შეუწყვეტია ვარჯიში.

კეთილი იყოს შენი მობრძანება, ილია კაჭარავა... - ქეთი ხატიაშვილს ბიჭი შეეძინა
40 კვირის ორსული ქეთი ხატიაშვილი კვლავ ჩვეულებრივ ვარჯიშობს (ვიდეო)