მიუხედავად იმისა, რომ დიეტოლოგები შაქარსა და ტკბილეულზე უარის თქმისკენ მოგვიწოდებენ, ისინიც აღიარებენ, რომ ორგანიზმს ენერგიისთვის ბუნებრივი შაქარი მაინც სჭირდება.
თუმცა, კვების ექსპერტები რაფინირებული შაქრის მოხმარების კატეგორიული წინააღმდეგები არიან. ბავშვმა ორგანიზმისთვის საჭირო შაქარი ხილისგან, ბოსტნეულისგან და თაფლისგან უნდა მიიღოს.
ბოლო კვლევების მიხედვით, ბავშვებს არანაკლებ შაქარი სჭირდებათ, ვიდრე ზრდასრულ ქალებს. მამაკაცებისთვის კი ეს რაოდენობა უფრო მაღალია.
„შაქარი ენერგიის სტიმულირებას უზრუნველყოფს, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს ბავშვისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაც ახალს სწავლობს. გარდა ამისა, პატარა ბავშვებისთვის შაქარი ბევრ კერძს უფრო აგემრიელებს და მადას უწყობს ხელს“ – ამბობენ ექიმები.
უმჯობესია შაქრის შემცველი საკვები დღის პირველ ნახევარში მიირთვათ, რადგან საღამოს ამან შეიძლება ენერგიის მოზღვავება გამოიწვიოს და ბავშვს დაძინება გაუჭირდება.
ამავდროულად, შაქარი ფუჭი კალორიების წყაროა, ყოველგვარი კვებითი ღირებულების გარეშე. ამიტომ, ბავშვებს, რომლებიც რეკომენდებულ დღიურ დოზაზე მეტ შაქარს მოიხმარენ, ვიტამინების დეფიციტი და ჭარბი წონა ემუქრებათ - და ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.
გარდა ამისა, დიდი რაოდენობით შაქარი ანთებით პროცესებს უწყობს ხელს და უარყოფით კუჭ-ნაწლავის ტრაქტშიც არასასურველ პროცესებს იწვევს. ამიტომ, სკონტროლეთ, რომ ბავშვმა იმაზე მეტი ტკბილეული არ მიირთვას, ვიდრე ექიმები გვირჩევენ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ტკბილეული მენიუში ორ წლამდე ასაკში არ უნდა შეიტანოთ.
ტკბილეულის ადრეულმა მიღებამ შესაძლოა არასწორად ჩამოაყალიბოს ბავშვის გემოვნება და ამის შემდეგ ძალიან გაგიჭირდებათ მისი ნატურალური და დაბალანსებული პროდუქტით კვება.
ასევე მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ეხება ყველა შაქარს - როგორც პროდუქტებისგან მიღებულს, მაგალითად, ხილიდან და წვენებიდან, ასევე დამატებულს - ფუნთუშებიდან, ტკბილეულიდან და ა.შ. გირჩევთ, პირველ რიგში ბავშვებს ხილი და ჩირი მისცეთ.
ჯანსაღ ტკბილეულსაც აქვს უკუჩვენება - საკვების აუტანლობა და ალერგია.
„თანამედროვე ბავშვები ბევრ შაქარს ჭამენ და ხშირად მშობლებმა არც კი იციან, რამდენს. მაგალითად, 200 მლ კოლა 10 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს, რაც ერთნახევარჯერ აღემატება 10-დან 18 წლამდე ბავშვის დღიურ მოთხოვნილებას. ამას კანფეტი ან შოკოლადი დაამატეთ- და შაქრის დონე უკვე ყველა დასაშვებ ზღვარს სცდება.
შაქრის შეზღუდვით ბავშვი, რა თქმა უნდა, უფრო ჯანმრთელი იქნება. ეს სწორი კვებითი ჩვევების, ჯანსაღი კბილების, წონის, კანის საწინდარია. ალერგიის ან დიაბეტის განვითარების შანსები ბევრად დაბალია. თუმცა ამ ჩვევის გამომუშავება საკმაოდ რთულია: ხშირად ვერც მშობლები იცავენ ამ წესს და ბავშვიც მხოლოდ ოჯახში არ იკვებება. ამიტომ მცდელობა არასდროს შეწყვიტოთ. თქვენი შვილის ზრდასრული ორგანიზმის გაწეულ ძალისხმევას კარგი ჯანმრთელობით აგინაზღაურებთ.