გია როინიშვილმაგადაცემაში"ნიკოლოზის კითხვები"წლების წინ მომხდარი ავარიის მძიმე შედეგები გაიხსენა. მართალია, თავად უვნებლად გადარჩა, მაგრამ ამ ავარიის დროს დაზიანდა რამდენიმე მანქანა და ადამიანები.
"არ მიყვარს ძალიან მაგ თემაზე საუბარი, ძალიან რთული სიტუაცია იყო. ყველა ადამიანი გადარჩა, მაგრამ მძიმე მდგომარეობა იყო. გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩემი ბრალი არ იყო. ახლა პირველად ვყვები ამ ამბავს, ამ დღიდან 30 წელი გავიდა, ცუდი გზა იყო, ჩემს წინ დაამუხრუჭა მანქანამ და წავიდა, მეც დავამუხრუჭე და მოვცურდი. არ ვიცი, იმის ბრალი რამდენად იყო, მაგრამ ის წავიდა, აღარც ნომერი მახსოვს. მერე ჩემმა მანქანამ დააზიანა უკვე სხვები, ყველა.
მუხრუჭს დავაწექი და დიდხანს მათრია, სანაპიროზე მოხდა, მე სხვა მანქანას დავარტყი, მეც დამარტყეს და ასე სრიალით ავვარდი მტკვრის სანაპიროს ტროტუარზე. უცებ მოვარდა ხალხი და არცერთი კარი არ იღება. მარტო ვიჯექი მანქანაში და ვფიქრობდი, ეს არის სიკვდილი. განაგრძეთ კითხვა