კარაქი ბავშვთა კვებაში უნდა შევიტანოთ მაშინ, როდესაც ის რძიდან მყარ კვებაზე გადადის. ეს, როგორც წესი, 6 თვის ასაკია ხოლმე.
თუ სწორად შეარჩევთ პროდუქტს და დაიცავთ ზომიერებას, კარაქი თქვენი შვილის ჯანსაღი კვების ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ნაწილი იქნება. ის მდიდარია ცხიმებით, რომელიც ენერგიის კონცენტრირებული წყაროა ბავშვის სწრაფი და ადეკვატური ზრდა-განვითარებისთვის. კარაქი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, A, D, E და K ვიტამინებით. ეს ნივთიერებები აქტიურად მუშაობენ ტვინის განვითარების, ძვლის სიმკვრივის, იმუნიტეტის გაძლიერებისთვის.
კარაქში, რომელიც ბავშვებისთვის სასარგებლოა, ცხიმის შემცველობა 82.2 % უნდა იყოს. პრემიუმ კლასის კარაქს გამოკვეთილი ნაღების გემო, პასტერიზებული რძის არომატი, ღია ფერი და კრემისებური სტრუქტურა უნდა ჰქონდეს.
ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ის რეკომენდებული იყოს პედიატრების მიერ. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია „ლურპაკის“ ორგანული კარაქი, რომელიც რეკომენდებულია როგორც დანიის და ინგლისის, ისე საქართველოს პედიატრების მიერ.
„ლურპაკი“ ნაღების კარაქის ბრენდია, რომელიც ARLA FOODS-ს ეკუთვნის და დანიის სიმბოლოდ იქცა. ის 75-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. კომპანია LURPAK-მა საქმიანობა 1901 წლიდან დაიწყო, როგორც რამდენიმე დანიელი რძის ფერმერების გაერთიანებამ. წლების შემდეგ კი ის გახდა დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და ნორმა, რომლის მიხედვითაც მომავალში ფასდებოდა ნებისმიერი სხვა კარაქი.
ამ პრემიუმ ბრენდის ორგანული კარაქი ღია ფერისაა. წარმოების პროცესში 1 კგ კარაქის მისაღებად დაახლოებით 20 ლიტრი ნატურალური რძე გამოიყენება. სპეციალურად გამოყვანილ რძის ნაღები მუშავდება და არომატულ, კრემისებური მასა მიიღება. ის იდეალურია ბავშვთა კვებაში სხვადასხვა მიმართულებით, როგორც პურზე წასასმელად, ისე კერძებსა და დესერტებში.
აქვე გეტყვით იმასაც, თუ რას ნიშნავს ორგანული კარაქი, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ პედიატრების მიერაა რეკომენდებული. ტერმინი ორგანული საერთაშორისო რეგულაციებით განსაზღვრული ცნებაა და ის სოფლის მეურნეობასა და საკვების წარმოების პროცესში გარკვეულ სტანდარტებს მოიცავს. ტერმინები „ორგანული“, „ბიო“ და „ეკო“ სინონიმებია და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ნიშნავს.
ორგანული პროდუქტის მიღება გულისხმობს პროცესს, რომელშიც არ არის ჩართული შხამ-ქიმიკატები, ჯანმრთელობისათვის მავნე კონსერვანტები, ნიტრატები, პესტიციდები, გენმოდიფიცირებული ინგრედიენტები, ზრდის ჰორმონები.
ორგანული და ნატურალური პროდუქტის მისაღებად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცხოველთა კვებას. ეს ყველაფერი მკაცრად კონტროლდება იმისთვის, რომ პროდუქტმა მიიღოს ორგანულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ნიშანი.
დაბოლოს, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას პედიატრებისგან, რომელიც ბავშვებისთვის კარაქის მიცემის დროს უნდა გაითვალისწინოთ:
6 თვის ბავშვისთვის კარაქის დღიური ნორმა 3-5 გრამია, შედარებით მოზრდილს კი 10 გრამი უნდა მისცეთ.
მისი მიღება დღის პირველ ნახევარში უმჯობესია.
კარაქის მიღების დროს არ უნდა დაგავიწყდეთ ერთი მთავარი პირობა - ის უნდა დაუმატოთ უკვე გამზადებულ კერძს, ჩვილების შემთხვევაში, ფაფას და არავითარ შემთხვევაში, მასთან ერთად არ უნდა იხარშოს.
კარაქი შეგიძლიათ დაუმატოთ წვნიან კერძებს, რომელსაც ბავშვისთვის ამზადებთ. ეს მას განსაკუთრებულ გემოს შესძენს და ამავდროულად, ვიტამინებითა და მინერალები გაამდიდრებს.
არ გამოუყენოთ ბავშვთა კვებაში დაბალი ხარისხის კარაქი. ყოველთვის უპირატესობა მიანიჭეთ ორგანულ პროდუქტს.
R