დოდო გუგეშაშვილისსახლში დატრიალებული ტრაგედიიდან თებერვალში 6 წელი გავიდა. საბედისწერო ღამის მთავარი დამნაშავე დაკავებულია, მას 20 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ჯერჯერობით გამოძიებას არ დაუდგენია, ვინ იყო სისხლიანი დანაშაულის დამკვეთი, ვის სურდა თადარიგის პოლკოვნიკისა და მისი ვაჟის ლიკვიდაცია.
2018 წლის 7 თებერვალს აფხაზეთის ომის ვეტერანი, იმ დღეს სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც უცნობი მამაკაცი შეიჭრა. დაქირავებულმა მკვლელმა იარაღით მოკლა დოდო გუგეშაშვილის ერთადერთი ვაჟი, ხოლო თავად სამხედრო სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
როგორ ცხოვრობს ტრაგედიიდან ექვსი წლის შემდეგ და რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ქალბატონი დოდო AMBEBI.GE-ს ესაუბრება.
- მე მასთან არასოდეს არ მქონია გადაკვეთის წერტილი, საქმეს ჰყავს დამკვეთი, რომელიც შეასრულა კილერმა მურჯიკნელმა. ახლაც ასე ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოდან არ ყოფილა შეკვეთილი, მაგრამ არ ვიცით, საიდან იყო.
- დიახ, მე ამოვიცანი. ძალიან კარგად იმუშავა მაშინ საგამოძიებო ორგანომ, ანძები, მისი მანქანა, იმ დღეს, როდესაც მკვლელობა ჩაიდინა, ის ცრუ მოწმეები, რომლებსაც უნდა დაედასტურებინათ რომ თბილისში არ იმყოფებოდა მკვლელი, საბოლოოდ გამოტყდნენ, რომ არ უნახავთ რეალურად. იყო უამრავი სხვა ფაქტორიც, მოსამართლის მიერ სანქცირებული მოსმენა, სადაც ვერავინ წავიდოდა იმ მტკიცებულებების წინააღმდეგ. მე მასთან არასოდეს მქონია გადაკვეთის წერტილი. როგორც გაირკვა, იყო ჯერ იგორ გიორგაძესთან, შემდეგ კუდში, ასევე იყო ეგრეთ წოდებულ მუხროვანის ამბოხების მონაწილეობისთვის გასამართლებული, ესეც გამოძიებამ დაადგინა, თორემ მე მის შესახებ არაფერი ვიცოდი. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა გამოძიებას, ორი წელი, რომ ამ ადამიანის კვალზე გასულიყვნენ, რომელიც კილერი აღმოჩნდა.
- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, სავარაუდოდ, დამკვეთს ჰქონდა დავალებული ჩემი და ჩემი ვაჟის ლიკვიდაცია. ჩემი ფაქტორი იყო მთავარი, ოღონდ არ ვიცი რატომ. ჩემს ვაჟს რამდენიმეჯერ ჰყავდა ნანახი და არც ის უნდა დარჩენილიყო ცოცხალი, რომ შემდეგ არ ამოეცნო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი შეება მას, ერთადერთმა ტყვიამ, რომელიც საძილე არტერიაში მოხვდა, დაამთავრა ჩემი სიხარული.
- მე უნდა დავბრუნებულიყავი და დავბრუნდი. არ მიმიცია ჩემი თავისთვის იმის უფლება, რომ ეს ტრაგედია არ გადამეტანა. მარტო მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც ამ ცხოვრებაში სიხარული დაამთავრა. არიან დედები, რომლებიც აგრძელებენ ცხოვრებას უსიხარულოდ და არ ნებდებიან ტრაგედიას.