ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრან სლემის გამარჯვებული გახდა და ეს მის წარმატებულ სპორტულ კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
ტატამიდან გადმოსულს კიდევ ერთი სიხარული ელოდა - ასევე ქართველმა ძიუდოისტმა და შეყვარებულმა, თემურ ნოზაძემ მას ხელი სთხოვა და საჯარო თანხმობაც მიიღო. ვიდეოს ჯუდოს დღიურები ავრცელებს.