მოსკოვში მომხდარ ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აჭარბებს. საკონცერტო დარბაზი სავსე იყო, ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტს ელოდებოდნენ. თუმცა კონცერტი არც დაწყებულა, ისე გაისმა გასროლების და შემდეგ აფეთქების ხმები. თვითმხილველების თქმით, კამუფლაჟებში გამოწყობილი წვეროსანი მამაკაცები ისროდნენ პირდაპირ ხალხში. ადამიანები პანიკაში ვერ პოულობდნენ გასასვლელს, ზოგიერთები სკამების ქვეშ იმალებოდნენ. რამდენიმემ ვიდეოს გადაღებაც მოახერხა დარბაზშივე და ვიდეოში მკაფიოდ ისმის გასროლის ხმები.
თავდაპირველად ტერაქტს უკრაინას უკავშირებდნენ, თუმცა ბოლო ცნობებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
რუსეთს სამძიმარს უცხადებენ მსოფლიოდან, მათ შორის - საქართველოდან.