მომღერალინუცა ბუზალაძესოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. ამბობს, რომ მისი ძმა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა, გარდაცვლილი იპოვეს.
დათო ბუზალაძეს გუშინდლიდან ეძებდნენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში, "ქართველები ფილადელფია" ვრცელდებოდა. ის 40 წლის იყო და ფილადელფიაში ცხოვრობდა. როგორც ირკვევა ბუზალაძე საკუთარი ავტომობილით გაუჩინარდა და დღეს ის მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძე ნუცას ნახევარძმა იყო.
"დღეს ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს არ ვიცი. თითქოს ჩემი გულის ნაწილიც გაჰყვა მას ასე ვგრძნობ. განაგრძეთ კითხვა