ენდოკრინოლოგების რეკომენდაციით, ბავშვის კვება დღეში მრავალჯერადი და დაბალანსებული უნდა იყოს.
კვების რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, ფაქტია, რომ არასწორი მიდგომა ადრეულ ასაკშივე ჭარბი წონით ვლინდება.
ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ბავშვის კვება მრავალჯერადი იყოს, ხოლო პორციები - მცირე.
კვებათა შორის შესვენება არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს, ეს ხელს შეუწყობს ჭარბი წონის თავიდან აცილებას.
დიეტოლოგები ასევე გვირჩევენ ბავშვების მენიუ მინიმუმამდე შევამციროთ სწრაფი კვების, წილი და თავიდან მივაჩვიოთ ხილით, ბოსტნეულით ან უშაქრო ჩირეულ-მარცვლეულით წახემსებას.
ცნობილია, რომ ბავშვები მემკვიდრეობით იღებენ მეტაბოლიზმის გენეტიკურ მიდრეკილებას. თუ ორივე ან ერთ-ერთი მშობელი ჭარბწონიანია, მსგავსი პრობლემა ბავშვსაც შეიძლება აღმოჩნდეს. მაგრამ მოვლენების განვითარების უკეთესი სცენარი კვებით ქცევაზეა დამოკიდებული.
თუ მშობლები ეჭვობენ, რომ ბავშვს უკვე განუვითარდა ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილება, კონსულტაციისა და მკურნალობისთვის ენდოკრინოლოგს უნდა მიმართონ. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი დიეტაზე დაყენება თვითნებურად ან ჩხუბი, რომ არ ჭამოს ესა თუ ის სასუსნავი, ძალიან მძიმე შედეგების მომტანია. ბავშვის კვების შეზღუდვა ძალიან ფრთხილად, სპეციალისტის დახმარებით უნდა მოხდეს.