ფული ყოველთვის გექნებათ, თუ ამ 8 წესს დაიცავთ - მშობლები

ფული ყოველთვის გექნებათ, თუ ამ 8 წესს დაიცავთ

2024-03-29 13:18:02+04:00

თუ გსურთ, თქვენი ცხოვრება რეალურად გარდაქმნათ და ფინანსურ წარმატებას მიაღწიოთ, ქვემოთ ჩამოთვლილი 8 წესი გაითვალისწინეთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ პუნქტებს იცავენ, კარგი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ:

  1. სიმტკიცისა და შეუპოვრობის წესი - თუ შრომისთვის მზად ხართ და გაიაზრებთ, რომ დიდი ფული მხოლოდ მტკიცე, შეუპოვარი შრომისმოყვარეობით იშოვება, მართლაც მიაღწევთ წარმატებას.
  2. მიზნის წესი - ფული მიზანი არ არის. მიზანი არის ის, რისთვისაც ფული გვჭირდება.
  3. დაზოგვის წესი - თუ შეგიძლიათ, თქვენი შემოსავლის 100 %-დან 10% მაინც გადაინახოთ, ფული სულ გექნებათ.
  4. გაცემის წესი - მხოლოდ მიღება არ არის მნიშვნელოვანი, აუცილებელია გაცემაც.
  5. გასესხების წესი - თუ შეგიძლიათ, რომ ფული გონივრულად გაასესხოთ და შემდეგ, ერთიანად დაიბრუნოთ, ეს ფინანსების შენახვის ერთგვარი გზაა.
  6. ქველმოქმედების წესი - ყველაფერს, რასაც გასცემთ, უკან დაგიბრუნდებათ. ამის გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
  7. პოზიტიურად აზროვნების წესი - მიეცით თქვენს თავს უფლება, იფიქროთ, როგორც მდიდარმა ადამიანმა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
  8. ფინანსური წიგნიერების წესი - როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფულს უყვარს ადამიანი, რომელიც სულ სწავლობს, როგორ უნდა მიაქციოს საკუთარ ფინანსებს ყურადღება და გონივრულად განკარგოს.