მაიკლ ჯექსონის შესახებ ახალი მიუზიკლის პრემიერა, MJ: The Musical ახლახან ლონდონში გაიმართა. წარმოდგენა მუსიკოსის 25 ყველაზე ცნობილ ჰიტს აერთიანებს. მთავარ როლებს მსახიობები მაილს ფროსტი და რომან ბენკსი ასრულებდნენ, მაგრამ პრემიერაზე გაცილებით მეტი ყურადღება ჯექსონის შვილებმა მიიპყრეს. ეს არც არის გასაკვირი - საზოგადოების წინაშე სამივე ერთან ბავშვობის შემდეგ აღარ გამოჩენილა.
მაიკლ ჯექსონის პირველი ცოლი ცნობილი ოჯახის მემკვიდრე იყო - ლიზა მარი პრესლი, ელვის პრესლის ქალიშვილი გახლდათ. მუსიკოსის თაყვანისმცემლები აღფრთოვანებული იყვნენ ორი ვარსკვლავური ოჯახის შერწყმით, მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ ქორწინება დაირღვა. 1996 წელს მომღერალი მეორედ დაქორწინდა - დები როუზე, მისი დერმატოლოგის მედდაზე.
სამი თვის შემდეგ წყვილს ვაჟი, პრინსი შეეძინა. როგორც ცნობილია, მაიკლ ჯექსონი წინააღმდეგი იყო მსოფლიოს წინაშე მისი შვილების წარდგენის და ის ყოველთვის ცდილობდა, თავისი მემკვიდრეები შოუბიზნესის აჟიოტაჟისგან გაერიდებინა. ხშირად, მოგზაურობისას, შვილებს ნიღბების ტარებას აიძულებდა, რომ პაპარაცებს არ გადაეღოთ. ამიტომ უცნაური არ არის, რომ პრინსმა არასაჯარო პროფესია აირჩია. უნივერსიტეტში ბიზნესის მენეჯმენტის დიპლომი მიიღო, ამჟამად მუსიკალური კლიპების რეჟისორობითა და პროდიუსერობით არის დაკავებული.
პრინსი ჯექსონი დროის უმეტეს ნაწილს საქველმოქმედო საქმიანობას უთმობს. ის მონაწილეობს კამპანიებში, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ, უსახლკაროა და აფროამერიკელ ბავშვებს ეხმარება. პრინსი ახლა 27 წლისაა, ველოსიპედის ტარებას თავის ჰობის უწოდებს და აღიარებს, რომ მხოლოდ გზაზე მაღალი სიჩქარით ქროლვა ანიჭებს ჭეშმარიტ თავისუფლებას.
მაიკლ ჯექსონის ერთადერთი ქალიშვილი, პარისი, 1998 წლის 3 აპრილს დაიბადა. ის ძმებთან ერთად იზრდებოდა Neverland Valley Ranch-ზე და ძალიან იყო მიჯაჭვული მამას. ამბობდნენ, რომ როდესაც მომღერალი გარდაიცვალა 2009 წლის ივნისში, მან თვითმკვლელობა სცადა.
მამის გარდაცვალების შემდეგ პარიზ ჯექსონს ძალიან სურდა დედის ნახვა. შეგახსენებთ, რომ დები როუსთან განქორწინების შემდეგ მომღერალმა ბავშვებზე სრული მეურვეობა მიიღო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე დათანხმების სანაცვლოდ, როუსს 8 მილიონი დოლარი გადაუხადეს და ბევერლი ჰილზზე სახლი გადასცეს. პარისმა მოახერხა მიზნის მიღწევა, მაგრამ დედასთან ურთიერთობამ მხოლოდ იმედგაცრუება დაუტოვა.
რამდენიმე წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ დები უკურნებელი სენით იტანჯებოდა, პარიზმა მას მეორე შანსი მისცა. სხვათა შორის, დებიმ არაერთხელ დაარღვია პირობა, რომელიც ერთხელ ჯექსონს მისცა. 2001 წლიდან 2004 წლამდე მან არაერთხელ მიმართა ადვოკატებს ბავშვებზე მეურვეობის აღდგენის მიზნით, მაგრამ ეს საქმე წინ არ წასულა.
პარისის ნათლიები მაკოლეი კალკინი და ელიზაბეტ ტეილორი არიან. გოგონამ პრესტიჟული ბაკლის სკოლა დაამთავრა. იქ, სწავლის გარდა, პარის ჯექსონი ფეხბურთს, სოფტბოლს და ჩირლიდს თამაშობდა. მოგვიანებით, ინტერვიუში გოგონამ აღიარა, რომ როდესაც 14 წლის იყო, ბევრად უფროსმა მამაკაცმა მისი გაუპატიურება სცადა, რამაც სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმაც გამოიწვია.
„არ მინდა დეტალებში შემოსვლა, მაგრამ ეს იყო ამაზრზენი გამოცდილება. ძალიან გამიჭირდა. არავისთვის მითქვამს ამის შესახებ”, - თქვა პარისმა.
პარის ჯექსონმა თავისი კარიერა კინოს დაუკავშირა. ერთი წლის შემდეგ კი ჟურნალმა People-მა მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მოზარდად აღიარა. ახლა პარისი მოდელად მუშაობს, კლიპებში ჩნდება, სიმღერებს წერს და რეგულარულად ჩნდება წითელ ხალიჩაზე. მაიკლ ჯექსონის შვილებიდან მას ყველაზე მეტად უყვარს საჯაროობა.
2002 წელს, მესამე ვაჟის გაჩენისთანავე (სუროგატი დედისგან, რომლის სახელი ჯერ კიდევ უცნობია), მაიკლ ჯექსონი სკანდალში გაეხვა. ბერლინში ყოფნისას მუსიკოსი ბავშვთან ერთად სასტუმროს ნომრის აივანზე გამოჩნდა, ბავშვი მოაჯირს იქეთ გადასწია და თაყვანისმცემლების წინაშე გააქან-გამოაქანა.
მომღერალი ალბათ აღფრთოვანებულ შეძახილებს ელოდა, მაგრამ მათ მხოლოდ საშინელება გამოიწვია. მე-4 სართულზე მისი მანევრი ძალიან სახიფათო ჩანდა. ამის შემდეგ ჯექსონს ბავშვზე ძალადობაშიც კი დასდეს ბრალი და ბოდიშის მოხდა მოუწია. სხვათა შორის, ბიგის სრული სახელია ბლანკეტი (ინგლისურიდან თარგმნილია, როგორც "საბანი") - მაგრამ ახალგაზრდა ურჩევნია ბიგი დაუძახონ.
ბიგი მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეებიდან ყველაზე ჩაკეტილია. მას ბებიაც ზრდიდა, მაგრამ 18 წლისამ განაცხადა, რომ თავისუფლება სურდა და ცალკე დაიწყო ცხოვრება. ახლა ბიგი ყოველმხრივ თავს არიდებს ყურადღებას და მხოლოდ საქველმოქმედო ღონისძიებებზე ჩნდება. ის კოლეჯში სწავლობს და ოცნებობს თავისი ცხოვრება მეცნიერებას დაუკავშიროს.