მსახიობ ლიზ ჰერლის 21 წლის ვაჟმა დემიანმა კომენტარი გააკეთა აჟიოტაჟზე, რომელიც მის ეროტიკულ ტრილერში დედამისის მონაწილეობას მოჰყვა. ლიზი ამ ფილმში გულახდილ სცენებს თამაშობს და ბევრმა მიიჩნია, რომ დედა-შვილის თანამშრომლობა ამ მიმართულებით საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება.
"მომბეზრდა ამაზე ლაპარაკი, რომ ეს სავსებით ნორმალურია. ბევრ ჩემს მეგობარს ვესაუბრე, რომლებიც ამავე ინდუსტრიაში არიან, როგორც მათი მშობლები. ისინიც იმავეს ამბობენ, რომ უცხოსთვის ეს შეიძლება უჩვეულოდ ჩანდეს, ჩვენთვის კი ეს ჩვეული ამბავია", - ამბობს დემიანი.
მისივე თქმით, მოედანზე იყო ინტიმური სცენების კოორდინატური და ყველა კომფორტულად გრძნობდა თავს. დემიენმა ისიც გაიხსენა, როგორ უამბო დედამ პირველად სექსზე, და უთხრა, რომ ეს "ლამაზი და ბუნებრივია", თუმცა უკრძალავდა ფილმებში ძალადობის სცენების ყურებას. ის და დედამისი ყოველთვის ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და მათი ურთიერთობა და-ძმის ურთიერთობას უფრო ჰგავდა.
58 წლის მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა შვილის ეროტიკულ ტრილერში "მკაცრად კონფიდენციალური". თავად მსახიობი ამბობს, რომ ეროტიკული სცენები არავითარ დისკომფორტს არ უქმნიდა და არც შვილის თვალწინ გაშიშვლება იყო პრობლემა, რადგან მსახიობებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო შექმნეს.
საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები გაჩნდა, თუმცა დედა-შვილს კრიტიკა არ აღელვებს. დემიენს ადრეც გადაუღია დედა კინოში და არაერთხელ ფოტოებიც გადაუღია მისთვის საცურაო კოსტიუმში გამოწყობილისთვის თუ ნახევრად შიშველისთვის.
ლიზს დემიენი ყოფილი ქმრისგან, პროდიუსერ სტივ ბინგისგან ჰყავს, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა.