იშვიათად ნახავთ ბავშვს, რომელსაც მეცადინეობა და საშინაო დავალებების შესრულება სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომ ძალიან ბევრი მშობელი წუხს, რომ მის შვილს მეცადინეობა არ უნდა და არ იცის, ამ დროს როგორ მოიქცეს. სამწუხაროდ, დაძალებაც არ არის ეფექტური გამოსავალი.
ფსიქოლოგებს ამ ვითარებაში რამდენიმე რეკომენდაციის მოცემა შეუძლიათ. მშობლები, პირველ რიგში,ფრთხილად და თავშეკავებით უინდა მიუდგნენ პრობლემას. მათი მხრიდან მოთმინება და სწორი მიდგომაა საჭირო, რათა ბავშვს სწავლის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ გაუჩნდეს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
მშობლების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ უნდა აჩვენონ, რომ ერთად შეუძლიათ ამ სირთულეების გადალახვა. პოზიტიური დამოკიდებულება და ურთიერთგაგება ამ საკითხში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ.
რაც შეეხება სიმკაცრეს, მშობლის მხრიდან შეიძლება ზოგჯერ აუცილებელიც კი გახდეს, მაგრამ სიმკაცრე ყოველთვის დაბალანსებული უნდა იყოს სიყვარულის, თანადგომის და ურთიერთგაგების გამოხატვასთან. ზედმეტი სიმკაცრე და ლოიალობის ნაკლებობა ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის შეიძლება დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს.
იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ბავშვის უსაფრთხოებას, ძირითად ღირებულებებსა და ქცევის წესებს ეხება, მკაცრი საზღვარების დაწესებაა საჭირო. თუმცა, ეს სიფრთხილით, ახსნა-განმარტებით და შვილის მოსმენით უნდა მოხდეს. ზედმეტი შეზღუდვები და ყოველგვარი თავისუფლების წართმევა საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს.
მნიშვნელოვანია, რომ სიმკაცრე ძალადობაში არ გადაიზარდოს - ფიზიკურ, ემოციურ თუ ფსიქოლოგიურში.
იდეალურია, როცა მშობელი პრინციპული, მაგრამ ამავდროულად თბილი და მზრუნველია. აუცილებელია ბალანსის დაცვა დისციპლინასა და თავისუფლებას, სიმკაცრესა და სიყვარულს შორის, რაც მშობლისთვის ნამდვილად რთული და დიდი გამოწვევაა. ბალანსის დაცვა ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია მშობლობაში. მაგრამ მნიშვნელოვანია ვცადოთ, რადგან ამ ბალანსის დარღვევას მძიმე შედეგები მოსდევს.
რა დაგეხმარებათ ამ რთულ საქმეში:
ეს არც ისე მარტივია, მაგრამ ცდად ყოველთვის ღირს. ბავშვის ჯანსაღ და ჰარმონიულ განვითარებას ბალანსი აუცილებლად სჭირდება.